ათაბაგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ათაბაგი''', ''ათაბეგი'' ({{lang-tr|ata}} – მამა, beg – ბატონი) — [[სელჩუკთა სახელმწიფო|სელჩუკთა]] სახელმწიფოში სულთნის მემკვიდრის აღმზრდელი და მეურვე. პირველი ათაბაგი იყო მალიქშაჰის აღმზრდელი [[ნიზამ ალ-მელქი]] (XI ს.). სელჩუკთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ათაბაგი დამოუკიდებელი სამთავროს მეთაურის წოდებაა, ან მხოლოდ საპატიო ტიტული ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოში — მხედართმთავარი.
 
საქართველოში ათაბაგი იყო ერთ-ერთი [[ვეზირი]]. მის ფუნქციებში შედიოდა ტახტის მემკვიდრის აღზრდა. ათაბაგობა საქართველოში დამკვიდრდა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურად განწყობილი მსხვილი ფეოდალების გაძლიერების შედეგად.

[[ექვთიმე თაყაიშვილი]]ს თქმით საქართველოს ისტორიაში არსებობდა ორი საათაბაგო ესენია: სომხეთისა (მხარგრძელები) და სამცხის საათაბაგოები (შემდგომში — [[სამცხე-საათაბაგო]])<ref>Е. Такаишвили, «Грузинския надписы Ахталы», Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, вып 29, 1901 г. ст. 139</ref>.

[[1212]] წელს იგი პირველად ებოძა [[ივანე I მხარგრძელი|ივანე მხარგრძელს]] (ერთი მოსაზრებით, ამ სახელოს მანამდე ფლობდა [[ივანე ახალციხელი]]). ათაბაგობა იმთავითვე დაუპირისპირდა [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი|მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის]] თანამდებობას. ათაბაგობასთან ხშირად შეთავსებული იყო [[ამირსპასალარი]]ს თანამდებობაც. [[1334]] წელს [[გიორგი V ბრწყინვალე|გიორგი V-მ]] ათაბაგობა უბოძა თავის ბიძას, სამცხის მთავარ [[სარგის II|სარგის ჯაყელს]]. საქართველოს პოლიტიკური დანაწილების შემდეგ ათაბაგობა როგორც ვეზირობა მოისპო. „ათაბაგი“ სამცხის მთავართა ტიტულად იქცა (აქედან — [[სამცხე-საათაბაგო]]).
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ათაბაგი“-დან