ავაგ მხარგრძელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
მხარგრძელი მოღვაწეობდა მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობისა და მათი ბატონობის პირველ პერიოდში. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პერიოდის საქართველოს საშინაო და საგარეო ცხოვრებაში. როდესაც მონღოლები შემოიჭრნენ საქართველოში, ავაგი, ნაცვლად იმისა, რომ ორგანიზებული წინააღმდეგობა გაეწია მტრისთვის, გამაგრდა თავის [[კაენის ციხე|ციხე კაენში]], ხოლო შემდეგ დაუზავდა მტერს და მათთან ერთად მონაწილეობდა ლაშქრობებში. მონღოლებმა — ჯერ ბათო-ყაენთან გაგზავნეს, [[ოქროს ურდო]]ში, ხოლო შემდეგ — დიდ ყაენთან [[ყარაყორუმი|ყარაყორუმში]]. აქ ავაგი სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად [[დავით VI|დავით ნარინის]] ამალაში შედიოდა და მხარს უჭერდა მის კანდიდატურას სამეფო ტახტზე (დავით ულუს წინააღმდეგ). მხარგრძელი მონღოლებმა ორივე დავითზე ადრე გაგზავნეს საქართველოში, სადაც მას კონფლიქტი მოუხდა [[ეგარსლან ბაკურციხელი|ეგარსლან ბაკურციხელთან]], რომელიც უმეფობის ხანაში ([[1245]]-[[1247]]) პირველი კაცი გახდა. საქართველოში დაბრუნების რამდენიმე წლის შემდეგ ავაგი გარდაიცვალა. დაკრძალულია თავის საგვარეულო მონასტერში — პღნძჰანქში ([[ახპატი]]).
 
ავაგ ათაბაგი მოხსენიებულია ახტალის კედლის წარწერაში: „პეტრემ და მისმა ძმისწულმა ილარიონმა თავიანთი სულის საოხად და მათი უშაულო პატრონის - ათაბაგ ავაგის მოსახსენებლად ააგეს [[ახტალის თორმეტი მოციქულის ეკლესია|მცირე ეკვდერი 12თორმეტი მოციქულის დღესასწაულის სახელზე]] ახტალაში<ref>[https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia/photos/a.1092276727456470.1073741928.115293058488180/1092333280784148/?type=1&theater ზაზა ალექსიძის მოხსენება]</ref>.“
 
==გენეალოგიური ხე==