ფიჭვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
ფიჭვი ივითარებს მძლავრ [[ფესვი|ფესვთა]] სისტემას. იგი გვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს.[[ტყე]]ებს (ფიჭვნარებს) ქმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე, ცოცხლობს 300-350 წელს. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ფიჭვი ანუ [[სოსნოვსკის ფიჭვი]] (Pinus sosnowskyi), [[ბიჭვინთის ფიჭვი]], [[ელდარის ფიჭვი]] (Pinus eldarica), [[კოხის ფიჭვი]] (Pinus Kochiana). ყველა სახეობა ორწიწვიანია.
 
'''კავკასიური ფიჭვის''' სიმაღლე 35 მ აღწევს, წიწვის სიგრძე — 3—7 სმ (მაგარია, ლეგა მწვანე ფერისაა), გირჩისა — 1,5—5,5 სმ. გირჩას სათესლე ქერქლზე აპოფიზი და კოპი ძლიერ განვითარებული და კაუჭისმაგვარად გადმოღუნული აქვს (ამიტომ კაუჭა ფიჭვსაც ეძახიან), საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული, უმთავრესად მთის ზედა სარტყელში; დიდ მასივებს ქმნის სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. კარგ სამშენებლო მერქანს იძლევა.
 
ფიჭვის წიწვები მდიდარიაშეიცავს ეთეროვან ზეთებს, [[C ვიტამინი|C-ვიტამინითვიტამინს]], განსაკუთრებით [[ზამთარი|ზამთარში]], არის მასში [[კაროტინი]] და [[ფიტონციდები]].
'''კოხის ფიჭვი''' ტანდაბალი (3—5 მ) ხეა. ზემოთ აღმართული ტოტები აქვს. იზრდება სუბალპურ სარტყელში ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, უფრო ხშირად ერთეული ხეების სახით. ჩვენში გავრცელებულია აჭარასა (ხულო ქედა) და ჯავახეთში.
 
'''ელდარის ფიჭვის''' სიმაღლეა 12— 15 მ. ტანი მეტწილად გამრუდებული აქვს. ტოტები გადარჩხული. ველურად იზრდება მხოლოდ ამიერკავკასიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ეილარ-ოუღის ქედის ფერდობებზე (ელდარის ველის მახლობლად), მდინარე იორის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 450—600 მ-ზე. ღვიასთან ერთად მეჩხერ კორომებს ქმნის.
 
ფიჭვის წიწვები მდიდარია C-ვიტამინით, განსაკუთრებით ზამთარში, არის მასში [[კაროტინი]] და [[ფიტონციდები]].
 
ფიჭვის პრეპარატებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში. ფიჭვის წიწვებს ხმარობენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, იყენებენ ვიტამინურ ნედლეულად, ინფექციური [[დაავადება|დაავადებების]] და [[ჭრილობა|ჭრილობების]] მკურნალობისათვის, წიწვების ექსტრაქტს უნიშნავენ გამამაგრებელ აბაზანებში. ფიჭვის ეთერზეთი გამოიყენება რევმატული ტკივილებისას შესაზელად და სასუნთქი გზების დაზიანების დროს ჩასასუნთქად, სკიპიდარს იყენებენ რევმატიზმების დროს და აგრეთვე ანტიპარაზიტულ საშუალებად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიჭვი“-დან