ნაძვნარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ნაძვნარი''' — [[ნაძვი]]ს წმინდა და შერეული კორომი (ტყე). გავრცელებულია [[ევროპა]]ში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. [[საქართველო]]ში ნაძვის წმინდა კორომები შედარებით იშვიათია, უფრო ხშირია შერეულ ნაძვბარები, სადაც ნაძვთან ერთად იზრდება [[კავკასიური სოჭი]], [[კავკასიური ფიჭვი|კავკასიური კაუჭა ფიჭვი]] , [[წიფელი]], [[რცხილა]] და სხვა. საქართველოსათვის დამახასიათებელია ნაძვნარები კოლხური ქვეტყით ([[შქერი]]თ, [[წყავი]]თ, [[ჭყორი]]თ, [[მოცვი]]თ), ბალახოვანი საფრით და ხავსით. ეს ტყეები მეტწილად ნაირხნოვანია, იშვიათად ერთხნოვანიც. მაღალი წარმადობის კორომები ნაძვისა და სოჭის სარტყელშია, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1500-1800 მ-ზე (სვანეთში, [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], [[აჭარა]]ში, [[რაჭა]]ში, [[ბორჯომის ხეობა]]ში). მაღალი ბონიტეტის ნაძვნარები ჰა-ზე 800-1000 და ზოგჯერ 1500<sup>3</sup> მერქანს იძლევა, რომელიც გამოირჩევა კარგი ფიზიკური-მექანიკური თვისებებით და მრავალმხრივი გამოყენება აქვს წარმოებაში.
 
[[საქართველო]]ში ნაძვნარებში, რომლებიც უმთავრესად მთის ფერდობებზეა გავრცელებული, დასაშვებია მხოლოდ სანიტარული და ნებითი ამორჩევითი ჭრა ისე, რომ ტყე ძალიან არ გამეჩხერდეს და არ დაიკარგოს საკურორტო, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ნაძვნარებში გავრცელებული მავნებლებიდან განსაკუთრებით საშიშია [[ექვსკბილა ქერქიჭამია]] და [[ნაძვის დიდი ლაფნიჭამია]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაძვნარი“-დან