წიწვოვნები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''წიწვოვნები''' ({{lang-la|Pinophyta, Coniferophyta}}) — [[უმაღლესი მცენარეები]]ს განყოფილება, რომლებიც გაერთიანებულნი არიან [[შიშველთესლოვნები|შიშველთესლოვანთა]] ზეგანყოფილებაში. მოიცავს მხოლოდ ერთ კლასს — წიწვოვნებს ({{lang-la|Pinopsida}}), რომელიც ოთხ რიგს აერთიანებს, თუმცა მხოლოდ ერთი — [[ფიჭვისნაირნი]] არ არის გადაშენებული.
 
ფიჭვისნაირების რიგი 7 ცოცხალ [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახად]] იყოფა: Araucariaceae, Podocarpaceae, Cephalotaxaceae, Pinaceae, Cupressaceae (Taxodiaceae-ის ჩათვლით) და Taxaceae. ოჯახები 55 [[გვარი (ბიოლოგია)|გვარსა]] და 600-მდე სახეობას[[სახეობა]]ს აერთიანებს. სახეობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა [[ფიჭვი]] (Pinus). ჩვენთან მისი რამდენიმე სახეობაა გავრცელებული: [[კოხის ფიჭვი]] (Pinus kochiana), [[ელდარის ფიჭვი]] (Pinus eldarica), [[ბიჭვინთის ფიჭვი]] (Pinus pithyusa), ბოლო ორი სახეობა [[ენდემი|ენდემია]]. სხვა ცნობილი გვარებია: [[ნაძვი]], [[სოჭი]], [[ურთხელი]] (უთხოვარი), [[ღვია]], [[კედარი]], [[ლარიქსი]], [[კვიპაროსი]].
 
==გავრცელების არეალი==
განსაკუთრებით დაზარალდნენ წიწვოვნები ევრაზიაში, მთების განედური განლაგების გამო. მთებიდან (ალპები, კავკასიონი, კარპა-ტები) ისინი სამხრეთში მოხვდნენ, სითბოსმოყვარული ფორმები ამოწყდნენ მთელს ევრაზიაში, გარდა აღმოსავლეთ აზიისა. აღმოსავლეთ აზიაში არ მომხდარა გამყინვარება და მთათაწარმომქმნელი პროცესები, ამიტომ ამ მხარეების ფლორა თანდათან ეგუებოდა არახელსაყრელ კლიმატს. გამყინვარების შემდეგ წიწვოვნებმა მეორეულად დაიწყეს გავრცელება ევროპაში – უკანდახეული მყინვარების კვალდაკვალ. ასევე მოხდა ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი და ატლანტის ოკეანეები სანაპიროების გასწვრივ. ამით აიხსნება ის, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში შემორჩენილია ისეთი სითბოსმოყვარული წიწვოვნები, როგორიცაა სექვოიადენდრონი, სექვოია, ტაქსოდიუმი, ცუგა და სხვები. აღსანიშნავია მარადმწვანე სექვოია (Sequoia sempervirens). იზრდება კალიფორნიის სანაპიროებზე და ორეოგენის სამხრეთ-დასავლეთით. მისი სიმაღლე 117 მ-ია, დიამეტრი 11 მ. მესამეულ პერიოდში ისინი ფართოდ იყვნენ გავრცელებული ევროპაში და ამჟამად მხოლოდ ნამარხების სახით არიან ცნობილნი.
 
==რესურსები ინტერნეტში==