რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან (წიგნი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 3:
'''ისტორია ქალაქის დაარსებიდან''' ({{lang-la|Ab Urbe condita}}) — [[ტიტუს ლივიუსი|ტიტუს ლივიუსის]] ფუნდამენტური ნაშრომი [[რომი]]ს ისტორიის შესახებ. ნაშრომი შეადგენს 142 წიგნს, რომლიდანაც მხოლოდ 35 შემორჩა.
 
წიგნებზე მუშაობა ლივიუსმა [[ძვ. წ. 27]] წლიდან დაიწყო და როგორც მიიჩნევენ დასრულება ვერ მოასწრო. მისი ნაშრომების დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ეს ნაწარმოები მოიცავს რომის ისტორიას მისი ლეგენდარული დაარსებიდან ([[ძვ. წ. 753]]) [[ავგუსტუსი]]ს გერის [[დრუზუსი]]ს სიკვდილამდე ([[ძვ. წ. 9]]). სრულიად შემოინახა 35 წიგნი, I-X წიგნები, ანუ პირველი დეკადა, სადაც აღწერილია ქალაქის ისტორია დაარსებიდან [[ძვ. წ. 293]] წლამდე, ანუ [[სამნიტური ომები|მესამე სამნიტურ ომამდე]], XXI—XLV წიგნები, სადაც მოცემულია ისტორია [[ძვ. წ. 218]] წლიდან, ანუ [[მეორე პუნიკური ომი|მეორე პუნიკური ომიდან]] [[ძვ. წ. 167]] წლამდე, ანუ [[მესამე მაკედონიისმაკედონური ომი|მესამე მაკედონიისმაკედონურ ომამდე]], ასევე შემორჩა XCI წიგნის ფრაგმენტები, სადაც [[სერტორიუსთან ომი]]ა აღწერილი და CXX წიგნის ფრაგმენტები, სადაც [[ციცერონი]]ს სიკვდილზეა საუბარი.
 
არსებობს მოსაზრებები რომ პირველი წიგნები დაიწერა [[ძვ. წ. 27]] - [[ძვ. წ. 25]] წლებში, IX წიგნი დაიწერა [[ძვ. წ. 20]] წელს, ხოლო უკანასკნელი წიგნები ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ. ავტორს ალბათ სურდა ნაშრომის დასრულება პირველი იმპერატორის სიკვდილით, მაგრამ ვერ მოასწრო.
 
ნაწარმოების დეკადებად დაყოფა და მის ბაზაზე მოკლე თხზულებების შედგენა დაახლოებით IV საუკუნიდან დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადმოცემული თხზულებებიდან პერიოქები არის.