კოროზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Ronaldo7777777777 ცვლილებების გაუქმება (№3002647)
მომხმარებლის Ronaldo7777777777 ცვლილებების გაუქმება (№3002646)
ხაზი 16:
მეტალთა კოროზია არის მეტალთა განადგურება კოროზიულ გარემოსთან ქიმიური ან ელექტროქიმიური ზემოქმედების გამო. კოროზიის პროცესისთვის უნდა გამოვიყენოთ ტერმინი „კოროზიული პროცესი“, ხოლო პროცესის რეზულტატისთვის – „კოროზიული განადგურება“. გალვანური აირების წარმოქმნა სარგებლით გამოიყენება ბატარეებისა და აკუმულატორების შესაქმნელად. მეორე მხრივ, ასეთი აირის წარმოქმნა იწვევს არასახეირო პროცესს, რომლის მსხვერპლიც ხდება მეტალთა მთელი რიგი, – კოროზიას. კოროზიასთან გულისხმობენ ზედაპირზე , მეტალური მატერიალის ელექტროქიმიურ ან ქიმიურ განადგურებას. ყველაზე ხშირად კოროზიის დროს მეტალის იონების წარმოქმნასთან ერთად მეტალი მჟავდება, იონები კი მომდევნო გარდაქმნების შედეგად იძლევიან კოროზიის სხვადასხვა პროდუქტს. კოროზია შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ქიმიური ისე ელექტროქიმიური პროცესით. შესაბამისად განასხვავებენ მეტალთა ქიმიურ და ელექტროქიმიურ კოროზიას.
== კოროზიის ტიპები ==
luka zdarovaaaaa
=== ელექტროქიმიური კოროზია ===
კოროზიულ გარემოში შექმნილი გალვანური ელემენტების ზემოქმედების ქვეშ მეტალის განადგურებას ელექტროქიმიური კოროზია ეწოდება. იგი არ უნდა აგვერიოს ერთგვარი მეტალის კოროზიასთან, მაგალითად რკინის ჟანგვასთან, რადგან ელექტროქიმიური კოროზიის დროს ყოველთვის საჭიროა ელექტროლიტის არსებობა(კონდენსანტი, წვიმის წყალი და სხვა.), რომელსაც ეხებიან ელექტროდები ან მატერიალის სტრუქტურის სხვადასხვა ელემენტები, ან ორი სხვადასხვა შემხები მატერიალი სხვადასხვა დამამჟავებელ–აღმდგენი პოტენციალებით. თუკი წყალში მარილის, მჟავათა ან მათ მსგავსთა იონებია გახსნილი, მისი ელექტროგამტარობა იზრდება და პროცესის სიჩქარე იზრდება..
 
=== წყალბადოვანი და ჟანგბადოვანი კოროზია ===
თუკი ხდება H3O+ ის ან წყლის მოლეკულათა იონების აღდგენა, საუბრობან წყალბადოვან კოროზიაზე. იონთა აღდგენა ხდება შემდეგი სქემით:
2H3O+ + 2e− → 2H2O + H2
ან
2H2O + 2e− → 2OH− + H2
თუკი წყალბადი არ გამოიყოფა, რაც ხშირად ხდება ნეიტრალურ ან ძლიერ ტუტე გარემოში, ხდება ჟანგბადის აღდგენა და ამ შემთხვევაში საუბრობენ ჟანგბადოვან კოროზიაზე. O2 + 2H2O + 4e− → 4OH− კოროზიული ელემენტი შეიძლება წარმოიქმნას არა მხოლოდ ორი სხვადასხვა მეტალების შეხებისას. კოროზიული ელემენტი წარმოიქმნება ერთი მეტალის შემთხვევაშიც თუკი მაგალითად ზედაპირის სტრუქტურა არაერთგვაროვანია.
 
=== ქიმიური კოროზია ===
ქიმიური კოროზია არის მეტალის ზედაპირის ურთიერთქმედება კოროზიულად აქტიურ გარემოსთან, რასაც არ მოსდევს ფაზათა საზღვარზე ელექტროქიმიური პროცესების წარმოქმნა. ამ შემთხვევაში დამჟავებული მეტალის ურთიერთქმედება და კოროზიული გარემოს დამამჟავებელი კომპონენტის აღდგენა ერთ აქტში მიედინებიან.
 
ელექტროქიმიური კოროზიისას მეტალის ატომების იონიზაცია და კოროზიული გარემოს დამამჟავებელი კომპონენტის აღდგენა ერთ აქტში არ მიედინებიან და მათი სიჩქარეები დამოკიდებულია მეტალის ელექტროდულ პოტენციალზე (მაგალითად, რკინის ჟანგვა ზღვის წყალში).
 
== კოროზიასთან ბრძოლა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოროზია“-დან