ჟანა დ’არკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
ფანატიკურად მორწმუნე ჟანა დ’არკს 13 წლიდან ჩაესმოდა ხმა, რომ მისი ამქვეყნიური დანიშნულებაა საფრანგეთის ხსნა. [[1428]] წლის 12 ოქტომბერს [[ინგლისელები|ინგლისელებმა]] ალყა შემოარტყეს საფრანგეთის მეფისმეფისსსის ხელში მყოფ უკანასკნელ ქალაქს მდინარე ლუარის ჩრდილოეთით, [[ორლეანი|ორლეანს]], რომლის დაცემა გზას უხსნიდა მტერს სამხრეთისკენ. [[1429]] წლის 13 თებერვალს მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჟანა დ’არკი გაემგზავრა დოფინთან [[შინონის ციხე]]ში. თავისი ჭკუითა და მოსაზრებულობით ჟანა დ’არკმა მეფის ნდობა დაიმსახურა და დაინიშნა საფრანგეთის ჯარების სარდლად. 29 აპრილს ჟანა დ’არკმა თავისი [[ჯარი]]თ შეაღწია გარემოცულ ორლეანში. [[1429]] წლის 8 მაისს ინგლისელებმა მოხსნეს ალყა ორლეანს. ინიციატივა ფრანგების ხელში გადავიდა. ჟანა დ’არკმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, აიღო ქალაქები [[ჟარჟო]], [[ბოჟანსი]] და სხვა.
 
[[1429]] წლის 18 ივნისს პატესთან ბრძოლაში გაანადგურა ინგლისელთა არმია. ჟანა დ’არკს უბრძოლველად დანებდნენ ქალაქები [[ოსერი]], [[ტრუა]], [[შალონი]], [[რეიმსი]], სადაც [[1429]] წლის 17 ივლისს [[შარლ VII]] მეფედ აკურთხეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟანა_დ’არკი“-დან