Metacritic: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
}}
 
'''Metacritic''' — ინგლისურენოვანი [[ვებსაიტისაიტი]], რომელიც აგროვებს [[მუსიკალური ალბომი|მუსიკალური ალბომების]], [[ვიდეო თამაში|თამაშების]], [[ფილმი|ფილმების]], [[ტელეგადაცემა|ტელეგადაცემების]], [[DVD]]-ების და, წინათ, [[წიგნი|წიგნების]] მიმოხილვებს. თითოეული პროდუქტისთვის გამოითვლება [[საშუალო არითმეტიკული|საშუალო]] რიცხობრივი ნიშანი ყველა გამოქვეყნებული მიმოხილვიდან. ის იყო შექმნილი და დაარსებული ჯეისონ დიეტზის, მარკ დოილის და ჯული დოილ რობერტსის მიერ. ყოველი მიმოხილვის ნაწყვეტი მიწოდებულია წყაროს ბმულთან ერთად. სამი ფერის კოდი — მწვანე, ყვითელი და წითელი — ერთგვარად აჯამებს კრიტიკოსის რეკომენდაციას, გვიქმნის წარმოდგენას პროდუქტის საერთო მიმზიდველობის შესახებ რეცენზენტებს და, უფრო ნაკლებად, საზოგადოებას შორის.
 
Metacritic-ის შეფასების მეთოდის მიხედვით საშუალო რეიტინგის გამოთვლამდე ყოველი მიმოხილვა გადაიყვანება პროცენტულ დამოკიდებულებაში, რომელსაც საიტი, წყარო ირჩევს თვითონ. მიმოხილვის „წონა“ საშუალოს გამოთვლისას ხშირად დამოკიდებულია კრიტიკოსის რეპუტაციაზე, მნიშვნელობაზე და სხვა სუბიექტურ ფაქტორებზე.<ref name=aboutmetascore>{{cite web|url=http://www.metacritic.com/about-metascores |title=How We Create the Metascore Magic |accessdate=2012-05-13 |work=Metacritic|publisher=[[:en:CBS Interactive Inc.|CBS Interactive Inc.]]}}</ref> მიუხედავად იმისა, რომ Metacritic უარს ამბობს კრიტიკოსების გავლენის გამოაშკარავებაზე, მისი გამოანგარიშება ადვილია წრფივი ალგებრის საშუალებით.
 
მრავალი მიმოხილვების ვებსაიტისაიტი ანიჭებს მიმოხილვას ნიშანს ხუთიდან, ათიდან, ასიდან ან კიდევ ანბანურ ნიშანს. Metacritic გარდაქმნის ასეთ ნიშნებს პროცენტულ დამოკიდებულებაში. მიმოხილვებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ზუსტი, არაორაზროვანი ნიშანი (მაგალითად, [[ნიუ-იორკ ტაიმზი]]ს მიმოხილვები), Metacritic ხელოვნურად აფასებს და ანიჭებს რელევანტურ რეიტინგს.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Metacritic“-დან