ფიტოპათოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

დაემატა ახალი ცნობები
(+კატ.)
(დაემატა ახალი ცნობები)
'''ფიტოპათოლოგია''' — მეცნიერება [[მცენარეები|მცენარეთა]] დაავადების, მისი პროფილაქტიკის საშუალებათა და მეთოდების, აგრეთვე ლიკვიდაციის შესახებ. ფიტოპათოლოგია იყოფა ორად ზოგადი და კერძო. ფიტოპათოლოგია ზოგადი შეისწავლის მცენარის დაავადებათა გამომწვევ მიზეზებს, მათ განვითარებასა და გავრცელებას, ქსოვილებში გამოწვეულ ანატომიურ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, დაავადებისადმი მცენარის გამძლეობას, დაავადების მასობრივად გავრცელების პირობებს, დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსა და სხვა. კერძო ანუ სპეციალური ფიტოპათოლოგია დარგობრივია და შეისწავლის სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ტყის ჯიშების, [[დეკორატიული მცენარეები]]ს, ბოსტნეული კულტურების დაავადებებსა და სხვა აღნიშნულ მცენარეთა დაავადებების სამკურნალოდ მეცნიერები იყენებენ აგრეთვე გენეტიკის, სელექციის, მიკრობიოლოგიის, მიკოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის და სხვა დარგების მიღწევებს. ცნობები მცენარეთა დაავადებათა შესახებ ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე არსებობდა [[ძველი ბერძნები|ბერძენი]] და [[რომაელები|რომაელი]] ფილოსოფოსების ([[არისტოტელე]], [[თეოფრასტე]], [[პლატონი]] და სხვა) შრომებში. ისინი დაავადებებს (ხორბლეულის გუდაფშუტა, ჟანგა, ხეხილის კიბო და სხვა) აღწერდნენ უმთავრესად გარეგნული ნიშნების მიხედვით, მათ გამომწვევ მიზეზებს კი გულუბრყვილო და მცდარი მოსაზრებით ხსნიდნენ. საზოგადოდ, მცენარეთა დაავადებები ადამიანისადმი „ღვთის რისხვად“ მიაჩნდათ. მცენარეთა დაავადებებზე ასეთი წარმოდგენა თითქმის XIX საუკუნის ბოლომდე ბატონობდა. შემდეგ იგი შეიცვალა ახალი შეხედულებებით და ამტიცებდნენ, რომ მცენარეთა დაავადების მიზეზია მცენარის წვნის გაფუჭება, რის გამოც მცენარის ზედაპირი სხვადასხვა სახისა და ფორმის წარმონაქმნით იფარება. ამ თეორიას ექზანთემა უწოდეს, მაგრამ მან ნათელი ვერ მოჰფინა მცენარეთა დაავადებების არსს. მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულში დაამტკიცა [[გერმანელები|გერმანელმა]] მეცნიერმა [[ანტონ დე ბარი |ანტონ დე ბარიმ]], რომ მცენარის ჭრაქით დაავადებას [[სოკოები]] იწვევენ. ეს მოსაზრება მან გამოთქვა იმ ცდების საფუძველზე, რომლებიც ვაზის ჭრაქის შესწავლის შედეგად მიიღო. დე ბარიმ ისიც დაამტკიცა, რომ ვაზის ჭრაქით დაავადება ხელოვნურადაც შეგვიძლია გამოვიწვიოთ. ანალოგიური შედეგები მიიღო რუსმა მეცნიერმა [[მიხეილ ვორონინი|მიხეილ ვორონინმა]].
 
 
[[კატეგორია:ბოტანიკა]]