'''ბორბალი''' უტილიტარული საგანია, რომელიც თავის თავში აერთიანებს [[წრე|წრისა]] და მოძრაობის სიმბოლოს („მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის სიცოცხლისა და ძალის მიმცემი“). ასოცირებულია ციური სხულების მოძრაობასთან. ამავე დროს ბორბალიც, როგორც [[ბორჯღალი]], თავისი ცენტრის გარშემო დატრიალებული [[ჯვარი]]ა. ბრუნვისას წრეში ჩახატული ჯვრის მკლავები მანებად გადაისახება და მოძრავ საგნად იქცევა. ამრიგად, ჯვრიანი ბორბალი ცის კაბადონზე მოძრავი მზის სიმბოლოა. აქედან მოდის წარმოდგენა მზის ეტლზე, რაც ძალიან გავრცელებული იყო ძველ [[მითოლოგია]]ში, განსაკუთრებით ელინურში. აქ ცნობილია [[ჰელიოსი]]ს ეტლი, რომელსაც ფაეტონი მართავს.
ბორბალი მთელი კოსმოსის, მისი წრიული მიძრაობის სიმბოლოც არის.