ევგენი პატონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ევგენი ოსკარის ძე პატონი''' (დ. 20 თებერვალი ([[4 მარტი]]), [[1870]], [[ნიცა]], [[საფრანგეთი]] — გ. [[12 აგვისტო]], [[1953]], [[კიევი]]) — საბჭოთა მეცნიერი შედუღებისა და ხიდების მშენებლობის დარგში, უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929), ვიცე-პრეზიდენტი (1945—1952), სოციალისტური შრომის გმირი (1943). სკკპ წევრი 1944 წლიდან.
 
1894 წელს დაამთავრა დრეზდენის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და 1896 წელს პეტერბურგის მიმოსვლის გზათა საინჟინრო ინსტიტუტი. 1905 წლიდან კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი. 1921—1931 წლებში ხელმღვანელობდა კიევის ხიდების საცდელ სადგურს. მისი ინიციატივით უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა შედუღების ლაბორატორია (1934 წლიდან ელექტროშედუღების ინსტიტუტი. 1943 წლიდან ამ ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა).
 
 
 
[[ფაილი:პატონი.jpg|მინიატიურა]]
პატონის შრომები ეძღვნება საშემდუღებლო პრეოცესების ავტომატიზაციას, შენადუღ შეერთებათა სიმტკიცეს, სპეციალური ფოლადების შედუღების ხერხების ძიებას და სხვას. მისი მონაწილეობით დაპროექტდა და შეიქმნა ნაკადური ხაზები საშემდუღებლო წარმოებაში, მილების შედუღების ინდუსტრიული მეთოდები და სხვა. პატონის ხელმძღვანელობით 1953 წელს კიევში მდინარე დნეპრზე ააგეს მთლიანშენადუღი ხიდი, რომელსაც მისი სახელი უწოდეს. მსოფლიო ლიტერატურაში პატონმა პირველმა დაწერა მონოგრაფია ფლუსის ქვეშ შედუღების შესახებ. პატონი იყო სსრკ II და III მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით და სხვა ორდენებითა და მედლებით.
==ლიტერატურა==
{{ქსე|7|712}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევგენი_პატონი“-დან