იუეჩჟები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: დაარსეს → დააარსეს using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Yueh-ChihMigrations.jpg|220px|მინიატიურა|იუეჩჟების მიგრაცია ძვ.წ. 176 წლიდან ახ.წ. 30 წლამდე]]
'''იუეჩჟი''' ([[ჩინური|ჩინურად]] 月氏, 月支), იატიი ([[ბერძნული|ბერძნულად]]) ან იადუ ([[ჰინდი|ინდურად]])– აღმოსავლეთირანული ენის ჩრდილოურ ქვეჯგუფზე მოლაპარაკე აღმოსავლეთ [[ირანელები|ირანელი]] ხალხი ცენტრალურ [[აზია]]ში. მათ კულტურული სიახლოვის გამო ზოგჯერ მოიხსენებენ აღმოსავლეთის [[სარმატები|სარმატებად]].
 
თავდაპირველად ისინი ფლობდნენ მდინარე ტარიმის აუზის საძოვრებს, იქ, სადაც დღეს მდებარეობს სინცზიან–იუგურის ავტონომიური რეგიონი, ჰანსუ და შესაძლოა, ცილიანი ჩინეთში. ჩვ.წ. II საუკუნეში მათი ნაწილი (ქუშანები, [[ეფთალიტები]] და სხვ.) მიგრირებული იქნა ფარარუდსა და [[ბაქტრია]]ში, შემდეგ ჩრდილოეთ [[ინდოეთი|ინდოეთში]], სადაც მათ შექმნეს [[ქუშანის სამეფო]].
 
იუეჩჟები — ევროპეიდული ხალხი, რომელსაც მიეკუთვნება აღმოჩენილი ტარიმის მუმიები, რომელთა ასაკი შეადგენს 4000 წელს.
 
არსებობს მოსაზრება, რომ სიტყვაში "იუეჩჟი" თავდაპირველად პირველი იეროგლიფი იყო არა 月 (იუე), არამედ 肉 (ჟოუ), მაშინ სახელწოდება «ჟოუჩჟი» იძენს შემდეგ მნიშვნელობას: «ტომი, რომელიც იკვებება ხორცით».
ხაზი 10:
== პირველი საცხოვრებელი ადგილები ==
 
იუეჩჟების შესახებ პირველი ცნობები ძვ.წ. 645 თარიღდება. ჩინელი ავტორი გუან ჩჟუნი გუანცზის ტრაქტატში ([[ჩინური|ჩინ.]] 管子) აღწერს იუჩჟის ტომებს ([[ჩინური|ჩინ.]] 禺氏) ან ნიუჩჟი ([[ჩინური|ჩინ.]] 牛氏) ჩრდილო–დასავლეთში, რომლებიც ამარაგებდნენ ჩინელებს ნახევრად ძვირფასი მინერალით – [[ნეფრიტი]]თ განსუში მდებარე უახლესი მთებიდან. ტარიმის აუზიდან ჩინეთში ნეფრიტის მიწოდება არქეოლოგების მიერ უკვე კარგად შესწავლილია.
 
იუჩჟების შესახებ დაწვრილებით არის მოთხრობილი ძვ.წ. II ს. ჩინურ ისტორიულ დოკუმენტებში. სიმა ცინის "ისტორიულ ჩანაწერებში", 123–ე თავში საუბარია იმაზე, რომ იუეჩჟები თავდაპირველად ცხოვრობდნენ ცილიანში, [[ტიან-შანი]]სა და დუნხუანის მთებს შორის, რაც ზუსტად შეესაბამება [[ტარიმი]]ს აუზის აღმოსავლეთს და განსუს ჩრდილოეთს.
 
მონეტებზე გამოსახული მეფეთა პორტრეტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იუეჩჟები ევროპეიდული რასის ხალხია, თუმცა არ შემონახულა ჩანაწერები უშუალოდ მმართველებზე და არ არსებობს გარანტია პორტრეტებზე ასახული მათი სახეები რამდენად ზუსტია. შემონახულია მხოლოდ მათ მემკვიდრეთა სახელები ქუშანი და ეფთალიტი, რომლებიც შეიჭრნენ აზიის სამხრეთ საზღვრებში. ჩინური აღწერილობების თანახმად, იუეჩჟები ყოფილან თეთრი სახის გრძელთმიანი ადამიანები.
 
ასევე, ჩინური წყაროების თანახმად, იმპერატორ [[ცინ შიხუანდი]]ს მმართველობის დროს იუეჩჟების სამეფო ჰყვაოდა. ამასთან, ის მუდმივად მტრობდა ჩრდილო–აღმოსავლეთში მცხოვრებ [[ჰუნები|ჰუნებს]].
 
== გამოსვლა ==
იუეჩჟებს ჰქონდათ [[ჰუნები]]თან ტყვეების გაცვლის ტრადიცია. თუმცა მდგომარეობა შეიცვალა მოდეს მიმართ. მოდე იყო ([[ჩინური|ჩინ.]] 冒頓) ჰუნების ბელადის შანიუია ტოუმანიას უფროსი, მაგრამ საძულველი ვაჟიშვილი. იმ დროს, როდესაც იუეჩჟები ემზადებოდნენ მის მამაზე თავდასასხმელად, მოდემ მოიპარა ცხენი , გაიპარა, მოკლა მამამისი და თავად ჩაუდგა სათავეში ჰუნებს.
 
ძვ.წ. [[177]] წლისათვის ჰუნები შეიჭრნენ განსუში, იუეჩჟების მიწებზე. პარალელურად, მოდემ მიავლინა ელჩობა [[ხანის დინასტია|ხანის დინასტიის]] სასახლეში და აუწყა მეფეს იუეჩჟების მიერ მისი ვაჟიშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია და რომ მოკლულის თავის ქალისგან იუეჩჟებმა გააკეთეს სასმისი. სავარაუდოდ, ეს მას სჭირდებოდა იუეჩჟების წინააღმდეგ სამხედრო მოკავშირის მოსაძიებლად.
 
ჩინური გადმოცემების თანახმად, იუეჩჟების დიდი ნაწილი მოექცა [[ჰუნები]]ს ბატონობის ქვეშ. სავარაუდოდ, სწორედ ესენი გახდნენ მომავალი სამეფოს დამაარსებლები. ხოლო მეორე, უფრო მცირე ნაწილი გადავიდა სამხრეთში, [[ტიბეტი]]ს გავლით. მათ მიიღეს სახელწოდება „მცირე იუეჟები“. ხანის დინასტიის ისტორიის თანახმად, გადარჩა მხოლოდ 150 ოჯახი.
 
მოგვიანებით იუეჩჟების დიდმა ჯგუფმა მოახერხა გაქცევა ტარიმის აუზიდან და განსუდან ჩრდილო–დასავლეთით. თავდაპირველად ისინი დასახლდნენ მდინარე ილის ხეობაში [[ტიან-შანი]]ს მთების ჩრდილოეთით, სადაც მათ შეტევა მიიტანეს საის ტომებზე ([[სკვითები|სკვითებზე]] ან [[საკები|საკებზე]]). საის ტომები თანდათანობით გადასახლდნენ [[ჯამუ და ქაშმირი|ქაშმირის]] ტერიტორიაზე და მოგვიანებით შექმნეს [[ინდო-სკვითების სამეფო]].
ხაზი 38:
ძვ.წ. 124 წ. იუეჩჟებმა დაიწყეს ომი [[პართია|პართიის]] წინააღმდეგ, რომლის დროსაც დაიჭრა და ამ ჭრილობებისგან გარდაიცვალა პართიის მეფე არტაბან I.
 
მოგვიანებით, სავარაუდოდ არტაბანის ვაჟს მითრიდატე II–ის ზეწოლით იუეჩჟებმა (კუშანებმა) გადაინაცვლეს სამხრეთით [[ბაქტრია]]ში, ძვ. წ. [[330]] წელს [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს ლაშქრობის შემდეგ ამ ოლქს კიდევ 200 წელი მართავდა ელინისტური ცივილიზაცია ([[სელევკიდები]], [[ბერძნულ–ბაქტრიული სამეფო]]).
 
ამის შესახებ გვიამბობს ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი [[სტრაბონი]], რომელიც გადმოგვცემს, რომ [[სკვითები|სკვითებმა]], და ტოხარებმა (წმინდა ტოხარებმა), ასიანებთან, პასიანებთან და საკარაულიებთან ერთად გაანადგურეს [[ბერძნულ–ბაქტრიული სამეფო]] ძვ. წ. II ს.
ხაზი 45:
[[ფაილი:Coin of Heraios.jpg|220px|მინიატიურა|მარცხნივ|ქუშანის პირველი მმართველი გერაი]]
 
იუეჩჟების ნაწილი, რომელიც საუბრობდა [[ხორეზმი|ხორეზმული]] და [[სოგდიანა|სოგდიანური]] ენების მონათესავე იუეჩჟის დიალექტებზე, შეიჭრნენ ბაქტრიის საზღვრებში და თავიანთი მეფის ჰერაის წინამძღოლობით დაარსესდააარსეს [[ქუშანის სამეფო]]. მეფე [[კანიშკა]]ს დროს ისინი სახელმწიფო რელიგიად იღებენ [[ბუდიზმი|ბუდიზმს]], რომელიც მოგვიანებით მათი სახელმწიფო ერთიანობის საფუძველი გახდა. საბოლოოდ [[ეფთალიტები|ეფთალიტებმა]] გაანადგურეს [[ქუშანის სამეფო|ქუშანი]]. მიუხედავად ამისა ქუშანების ტრადიციები კვლავ გრძელდებოდა. საბოლოოდ, მათ [[არაბები|არაბებმა]] მოუღეს ბოლო.
 
== იუეჩჟის მმართველები ==
ხაზი 66:
* [http://home.comcast.net/~pankajtandon/home.html საპადბიზეს მონეტები]
 
[[კატეგორია:დაკარგული ხალხები]]
 
[[კატეგორია:თურანის დაკარგული ხალხებიტომები]]
[[კატეგორია:აზიის თურანის ტომებიისტორია]]
[[კატეგორია: აზიისპაკისტანის ისტორია]]
[[კატეგორია: პაკისტანისავღანეთის ისტორია]]
[[კატეგორია: ავღანეთისტაჯიკეთის ისტორია]]
[[კატეგორია: ტაჯიკეთისუზბეკეთის ისტორია]]
[[კატეგორია: უზბეკეთისუიგურთა ისტორია]]
[[კატეგორია:აღმოსავლეთ უიგურთათურქესტანის ისტორია]]
[[კატეგორია: აღმოსავლეთ თურქესტანის ისტორია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იუეჩჟები“-დან