რომანული ბრიტანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
clean up, replaced: დაარსეს → დააარსეს using AWB
ხაზი 1:
{{წყარო}}{{ვიკი}}რომანული ბრიტანეთი- ეს პერიოდი მოცავს ახ.წ. 43-450 წლებს, ამ პერიოდში ახლანდელი ინგლისის ტერიტორია შედიოდა რომის ვრცელი იმპერიის შემადგენლობაში. ბრიტანეთის კუნძულის ტერიტორიაზე ძვ.წ. 3000 წელს დასახლდნენ კელტური წარმოშობის ტომების ძირითადად სამი განშტოება ბრიტები ინგლისში, კიმრები უელსში და პიქტები შოტლანდიაში. ძვ.წ. 55-54 წლებში იულიუს კეისარმა(ძვ.წ.100-44) გალიიდან გეზი ბრიტანეთისაკენ აიღო და გაილაშქრა. მან გაიმარჯვა კელტებზე თუმცა გალიის მსგავსად ბრიტანეთის დაპყრობა ვერ შესძლო. რომიას იმპერიის უშუალო შემადგენლობაში ინგლისი 43 წელს შევიდა იმპერატორ კლავდიუსის(41-54) დროს. დაახლოებით 47 წელს რომაელებმა დაარსესდააარსეს ქალაქი ლონდონიუმი მდინარე ტემზაზე. დაიწყო რომაული აბანოების მშენებლობა, ამ მხრივ გამოირჩეოდა ქალაქი ბათი. რომაელებმა ვერ შესძლეს თავიანთი გავლენის სფერო გაეფართოებინათ უელსისა და შოტლანდიის ტერიტორიაზე. I საუკუნის 60-იან წლებში იცენთა ტომის დედოფალმა ბუოდიკამ აჯანყება მოაწყო რომაელთა წინააღმდეგ და სათავე დაუდო ამბოხს ლონდონშიც. რომაელებს მოსვენებას არ აძლევდნენ შოტლანდიელი პიქტები, რამდენიმეჯერ რომაელები გადავიდნენ შოტლანდიაში თუმცა ყველა ლაშქრობა წარუმატებლად მთავრდებოდა. ახ.წ. 122-124 წლებში იმპერატორ ადრიანეს(117-137) ბრძანებით აიგო 800 კილომეტრიანი კედელი რაც ინგლის-შოტლანდიის საზღვრად ითვლებოდა და მიზნად ისახავდა ლეგიონის პიქტებისაგან დაცვას. მე-IV საუკუნეში რომაელებმა ინგლისში ქრისტიანობაც გაავრცელეს. მე-V საუკუნეში რომს ბარბაროსულმა ტომებმა გადაუარეს და რომაელები იძულებულნი გახდნენ დაეტოვენინათ ინგლისი ტერიტორია რომელსაც ვეღარ აკონტროლებდნენ. ამის შემდეგ ინგლისი გერმანულმა ტომებმა ანგლო-საქსებმა დაიპყრეს და დაიწყო ანგლო-საქსონური პერიოდი.