ქუთაისის საეპისკოპოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: დაარსა → დააარსა using AWB
ხაზი 2:
 
==ქუთაისის საეპისკოპოსოს საზღვრები==
ბაგრატის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალი იყო. იგი წარმოადგენდა დიდი უფლებების მქონე ქუთათელი ეპისკოპოსის რეზიდენციას.
 
ვახუშტის ცნობით ბაგრატ მესამემ ახლადაგებულ ეკლესიაში: „დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი იმერეთისა და გურიისა, თვინიერ რაჭა-ლეჩხუმისა“, თუმცა „მატიანე ქართლისაჲ“ საუბრობს ბაგრატ მეფის მიერ ბედიის საეპისკოპოსოდ გარდაქმნის შესახებ და არაფერს ამბობს ქუთათისის საყდრის საეპისკოპოსოდ გარდაქმნაზე, რაც მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ ქუთაისში საეპისკოპოსო კათედრა უკვე არსებობდა წინა მეფეთაგან დაარსებული და ბაგრატმა უბრალოდ გააფართოვა მისი საზღვრები. ნიკო ბერძენიშვილმა კი ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ XVII საუკუნეში რუსმა ელჩებმა ბაგრატის ტაძარში ნახეს პალიასტომის ხატი, რომლის გადმოტანაც, ფოთიდან ქუთაისში მიუთითებს ფოთში ბერძნული მიტროპოლიის გაუქმებასა და ქუთაისში ლაზიკის საეკლესიო ცენტრის გადმოტანაზე. მართალია აღნიშნულ ფაქტს ზოგი მკვლევარი არ ეთანხმება, თუმცა იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის მიერ [[1651]] წელს ხელმოწერილ ერთ-ერთ დოკუმენტს ხელს აწერს „ქუთათისისა და პალიასტომის ყოვლად წმიდისა მიტროპოლიტი სვიმონ ქუთათელი“, რითაც უდაოდ ნათელია, რომ ფაზისის მიტროპოლია სწორედ ქუთათელს ექვემდებარებოდა.
 
IX-X საუკუნეებიდან ქუთაისის ბაგრატის ტაძრის სამწყსოში მოექცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალი ფაზისის სამიტროპოლიტოს: როდოპოლოსისა (ვარდციხე) და პეტრას (ციხისძირი) კათედრები. ზოგი ავტორი ქუთაისის საეპისკოპოსოს დაარსებას VII საუკუნეში ვარაუდობს. თუმცა ერთი რამ ცხადია XI საუკუნის დასაწყისიდან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით ბაგრატის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრაა.
 
დაარსებისთანავე ქუთაისის საეპისკოპოსოს საზღვრები ძირითადად ემთხვეოდა ეგრის-აფხაზეთის პოლიტიკურ საზღვრებს. ქუთათელი ეპისკოპოსის სამწყსოს აჭარაში [[ტბეთის საეპისკოპოსო]] ესაზღვრებოდა, საზღვარი ტბეთისა და ქუთაისის საეპისკოპოსოებს შორის დანდალოზე გადიოდა, დანდალოს ქვემოთ აჭარა ქუთათელს ექვემდებარებოდა, ზემოთ კი მტბევარს. ქუთაისის საეპისკოპოსოს დასავლეთით ჭყონდიდის ეპარქია ესაზღვრებოდა (საზღვარი მდინარე ცხენისწყალზე გადიოდა), ხოლო ჩრდილოეთით ცაგერის ეპარქია.
ხაზი 13:
XV საუკუნის მეორე ნახევარში გურიაში ადგილობრივი საეკლესიო ორგანიზაცია შეიქმნა და იგი ქუთაისის საკათედრო ტაძარს ჩამოშორდა. გურიაში შეიქმნა შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოს კათედრები. თუმცა ქუთაისის კათედრა გურიაში სოფელ ბახვსა და ზოგ სოფელს მაინც ინარჩუნებდა.
 
ქუთაისის საეპისკოპოსოს შემცირება საკუთრივ იმერეთში გაგრძელდა, როცა იმერთა მეფემ ბაგრატ III-ემ [[1529]] წელს გელათისა და ხონის კათედრები დაარსადააარსა. ხოლო [[1544]] წელს კი ნიკორწმინდის კათედრა, მართალია პირდაპირი ცნობები არ არსებობს, რომ რაჭა ქუთაისის კათედრას ეკუთვნოდა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს ასე იყო და ბაგრატ მესამის მიერ ნიკორწმინდის კათედრის დაარსება იმ პოლიტიკის გაგრძელება იყო, რასაც ის ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ეპისკოპოსის მიმართ ეწეოდა.
 
XVI საუკუნიდან, მას შემდეგ რაც აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს, ეს მხარეც ჩამოცილდა ქუთაისის ტაძარს (ასევე ბათუმის მხარეც). ვახუშტი შენიშნავდა ქუთათელ ეპისკოპოსზე: „ზის აწცა და არღარა ეგოდენითა სამწყსოთი“.
 
ამდენად ქუთაისის საეპისკოპოსოს საზღვრები სხვადასხვა საუკუნეში აქტიურად იცვლებოდა.
ხაზი 24:
ბაგრატის ტაძარში დაკრძალულია ერთიანი საქართველოს მეორე მეფე გიორგი I (104-1027), ვარაუდობენ რომ აქვე უნდა იყოს დაკრძალული ჰერეთის დედოფალი დინარა და ბაგრატ IV-ს პირველი მეუღლე ბიზანტიის იმპერატორის ასული ელენე, საკათალიკოსო ტაძარში განისვენებენ ქუთათელი მღვდელმთავრები.
ჯუანშერის ცნობით, VIII საუკუნის დასაწყისში „ქუთათისის საყდარში დაჰფლენ“ ქართლის დევნილი ერისმთავარი სტეფანოზ II, ცნობილი მეფისა და მოწამის არჩილის მამა.
სავარაუდებელია, რომ პირველი მეფე, რომელიც ქუთაისის საკათედრო ტაძარში აკურთხეს გიორგი I იყო. ეს მოხდა [[1014]] წელს. [[1027]] წელს ის თრიალეთში გარდაიცვალა, წამოიყვანეს და „დამარხეს საყდარსა ქუთაისსა“.
 
„შემდგომად მიცვალებისა დიდისა გიორგისა, მასვე ჟამსა მეფედ იქმნა“ მისი 9 წლის ვაჟი ბაგრატ IV (1027-1072), სავარაუდოდ მეფე გიორგი დამარხეს ქუთაისის საყდარში და ამავე დროს მეფედ აკურთხეს მისი მცირეწლოვანი ვაჟი-ბაგრატი.
ხაზი 36:
[[1259]] წელს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით ნარინი იძულებული გახდა ქუთაისში გადმოსულიყო: „...ხოლო ვითარ ცნეს აფხაზთა, სუანთა, დადიანმან, ბედიანმან, რაჭის ერისთავმან და სრულიად ლიხთ იმერელთა, შემოკრბეს სიხარულითა დიდითა და მეფედ-ყვეს დავით აფხაზთა, ვიდრე ლიხთამდე“ ანუ ამ წელს მომხდარა დავით ნარინის კურთხევა დასავლეთ საქართველოს მეფედ.
 
[[1360]] წელს გამეფებული ბაგრატ V, დავითის ძის, (რომელიც 1393 წლამდე მეფობდა), კურთხევა [[ივანე ჯავახიშვილი]]ს აზრით ასევე ქუთაისში მომხდარა.
 
[[1414]] წელს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მეფედ აკურთხეს ალექსანდრე პირველი კონსტანტინეს ძე. ვახუშტის თქმით: „შემოკრებული იმერ-ამერთა დიდებულთა და კათალიკოზთა და ეპიზკოპოსთაგან ეკურთხა მეფედ მუნ“.