ჟან-მიშელ ჟარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 28:
'''ჟან-მიშელ ანდრე ჟარი''' ({{lang-fr|Jean Michel Jarre}}; დ. [[24 აგვისტო]], [[1948]], [[ლიონი]], [[საფრანგეთი]]) — [[ფრანგები|ფრანგი]] კომპოზიტორი და შემსრულებელი. იგი ითვლება ფრანგული ელექტრონული და [[ნიუ ეიჯი (მუსიკა)|ნიუ ეიჯი]]ს სტილის მუსიკის ერთ-ერთ პიონერად. იგი ასევე არის ნოვატორული თეატრალიზებული ლაზერ-შოუების ავტორი.
 
ჟარი იზრდებოდა ლიონში, დედასთან, ბაბუასთან და ბებიასთან. ბავშვობიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა და ეზიარა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორის იყო ქუჩის წარმოდგენები, ჯაზური მუსიკოსები და მხატვარი [[პიერ სულაჟი]]. იგი ერთ ჯგუფში გიტარაზე უკრავდა, მაგრამ მუსიკალურ სტილზე ყველაზე მეტად გავლენა იქონია [[პიერ შეფერი]]სმ, [[კონკრეტული მუსიკა|კონკრეტული მუსიკის]] პიონერის შემოქმედებამ.
 
მუსიკოსს წარმატება და შემდგომში მსოფლიო აღიარება მოუტანა 1976 წლის ალბომმა ''[[Oxygene]]''. იგი ჩაწერილი იქნა შინაურ სტუდიაში და დღეისთვის დაახლოებით 12 მილიონი ასლის ოდენობით არის გაყიდული. 1978 წლის ''[[Equinoxe]]''-ს მოჰყვა რეკორდული რაოდენობის მაყურებელი [[კონკორდის მოედანი|კონკორდის მოედანზე]] - მილიონზე მეტი (თუმცა, დღეისთვის მან ეს რეკორდი სამჯერ გააუმჯობესა). მან მრავალი ალბომი გამოსცა, მაგრამ 1979 წლის კონცერტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოში გამართულ სხვა გამოსვლებზე. ჟარი აგრეთვე იყო პირველი მუსიკოსი დასავლეთიდან, რომელიც კონცერტებით მიიწვიეს [[ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა]]ში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან-მიშელ_ჟარი“-დან