ბაში-აჩუკი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.64.68-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 29:
{{სიუჟეტი}}
ფილმი „ბაში-აჩუკი” შექმნილია [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. სიუჟეტი სათავგადასავლო-ისტორიულია და ვითარდება [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] [[საქართველო|საქართველოში]].
შინა ომებით გაპარტახებულ საქართველოს თავს ესხმიან [[სპარსელები]]. უცხოელი დამპყრობლები დაუზოგავად არბევენ და აოხრებენ ქვეყანას; აწამებენ მოსახლეობას, მონებად მიჰყავთ ახალგაზრდობა. [[ყიზილბაშები|ყიზილბაშების]] წინააღმდეგ [[კახეთი|კახეთში]] იფეთქებს აჯანყება, რომელსაც [[ბიძინა ჩოლოყაშვიჩოლოყაშვილი]] მეთაურობს. ჩოლოყაშვილი [[ქსნის საერისთავო|ქსნის ერისთავებთან]] აგზავნის ბაში-აჩუკს და დახმარებას სთხოვს მათ. მალე აჯანყება მთელს საქართველოს მოედება.
 
 
 
შეუპოვრად ებრძვის დამპყრობლებს ბაში-აჩუკი, რომლის დები [[სპარსეთის შაჰი|სპარსეთის შაჰის]] ჰარამხანისათვის მიჰყავთ ყიზილბაშებს. ბაში-აჩუკი თავს ესხმის მტაცებლებს და ათავისუფლებს ტყვეებს.
იგი მოულოდნელად გამოჩნდება ყიზილბაშების ბანაკში, მონაწილეობას მიიღებს სპარსელი ფალავნების შეჯიბრში და ამარცხებს ყიზილბაშების ფალავანს, გოლიათ აბდუშაჰილს. აქვე კლავს სამშობლოს მოღალატე მაყაშვილს და შემდეგ მთებში გადაიხვეწება. აბდუშაჰილი ეძებს მოწინააღმდეგეს, რათა ერთხელ კიდევ შეებრძოლოს. ამ ძებნაში შეხვდება ბაში-აჩუკის დას — მზისას, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. ამასობაში აჯანყებულთა რაზმები, ჩოლოყაშვილის მეთაურობით, თავს ესხმიან სპარსელების ციხე-სიმაგრეს. მტრის ცხენოსანი ლაშქარი, რომელსაც აბდუშაჰილი მეთაურობს, დანებდა ქართულ მხედრობას. ეს გადაწყვეტს ბრძოლის ბედს. ყიზილბაშები გარბიან. ბაში-აჩუკი გაუსწორდება შაჰის ნაცვალს — სელიმხანს.