ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
# '''[[შიდა ქართლი]]''' — ისტორიული მხარე მტკვრის შუა დინებაზე, თავდაპირველად ცენტრით უფლისციხე დღესდღეობით ცენტრით ქალაქ გორით. თავდაპირველად აერთიანებდა მტკვრის შუაწელის ტერიტორიებს ტაშისკარიდან თბილისის ჩათვლით. გეოგრაფიულად სრულად მოიცავდა, ეთნარქი — [[უფლოსი]]ს მიწას. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი]].
# '''[[ქვემო ქართლი]]''' — ისტორიული მხარე [[მტკვარი|მტკვრის]] ქვემო დინებაზე. თავდაპირველად იგი მოიცავდა [[თრიალეთის ქედი]]ს სამხრეთი მდინარეების (ხრამი და ალგეთი) აუზის ტერიტორიებს. შემოფარგლული იყო ერთის მხრივ მდინარე მტკვრით, მეორეს მხრივ თრიალეთის ქედით, მესამეს მხრივ აბოცის მთებით და მეოთხეს მხრივ დებედა-არაქსის წყალგამყოფი ზოლით. გეოგრაფიულად სრულად აერთიანებდა ეთნარქები — [[გარდაბოსი]]სა და [[გაჩიოსი]]ს ტერიტორიებს. მოგვიანებით გარდაბნის ტერიტორიას დაემატა მტკვრის მარცხენა სანაპიროც ქალაქ [[რუსთავი]]ს ჩათვლით.
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] ქვემო ქართლის საზღვრის ერთ ნაწილს ასე აღწერს:
{{ციტატა|ხოლო აწ, ვინათგან საზღვარი ქართლისა ბერდუჯის მდინარე არს, ვიყოთ მუნითგან წერად: რამეთუ მდინარე ესე ბერდუჯი გამოსდის მთასა [[აბოცის მთა|აბოცისასა]] და დის აღმოსავლით [[ჭოჭკანი|ჭოჭკანამდე]], მერმე მოიქცევის და დის ჩრდილოთ კერძ, და მიერთვის [[ქცია|ქციის მდინარეს]]...სომხითისა, ერევნისა და ამისი გამყოფელი არს მთა დიდი, მაღალი და მარადის თოვლიანი, კალთათა ტყიანი, ნადირიანი, რომელი წარივლის დასავლით არტანადმდე, ხოლო აღმოსავლით [[რანი|რანსა]] და [[გელაქუნი|გელაქუნს]] შუა განვლის, და ვიდრე [[არაქსი|რახსადმდე]] მივალს, მთისა ამის სამხრით კერძი სომხით-ერევნისა არს, ხოლო ჩრდილოთ კერძი ბერდუჯისა და რანისა, არამედ ბერდუჯის მდინარის აღმოსავლეთი კიდე უპყრავთ ბორჩალუთა და დასავლის კიდის კერძი კი უპყრავს მეფესა ქართლისასა, ვიდრე [[ხუნანი|ხუნანამდე]]<ref>ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 40-42</ref>.}}
 
ქართლის ტერიტორია ძვ.წ. IV საუკუნიდან ქართლის (იბერიის) სამეფოში შედიოდა, რომლის დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ცენტრი გახდა. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ინკორპორირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართლი“-დან