მუსლიმი მესხები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 115:
40-იან წლებში გადასახლებულ პირებს მოიხსეიებენ როგორც ”თურქ-მესხებს” - ეს ტერმინი მოუღებელია იმ მესხებისათვის, რომელნიც თავიან თავს ქრისტიანული საქართველოს შთამომავლებად თვლიან.
ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობასა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საქმიანობაში დადანაშაულებული თურქი-მესხები ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირღიზეთში, კრასნოდარში, უკრაინაში, ამერიკასა და რუსეთში არიან გაბნეულნი. ყველაზე მეტი, დაახლოვებითდაახლოებით 80 000 ადამიანი, აზერბაიჯანში ცხოვრობს.
კრასნოდარის მხარეში, მაჰმადიანი მესხები, ძირითადად ცხოვრობენ ყირიმის, აფშერონის, აბინსკის და ბელორეჩენსკის რაიონებში. ჯერ კიდევ 80-იან წლებში კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელობამ, რამდენიმე ათეული ოჯახი სოფლის მეურნეობაში დასასაქმებლად მიიწვია. კრასნოდარის მხარეში, 1989 წლიდან, ფაქტობრივად 15 ათასი თურქი-მესხი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ 4000 ათასს აქვს მოქალაქეობა. 1997 წლიდან მათ აიძულევდნენ ყოველი 45 დღის განმავლობაში საცხოვრებელ ადგილზე ხელახალი რეგისტრაცია გაევლოთ, რაშიც ერთ სულზე 188 რუბლი უნდა გადაეხადათ. 1999 წლის დადგენილების მიხედვით, მესხების რეგისტრაცია საცხოვრებელ ადგილზე ხდებოდა 8 თვის ვადით. კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული შემდგომი დადგენილების საფუძველზე, თურქ-მესხებს ვადა კიდევ 5 თვით გაუგრძელეს. 2001 წელს რეგისტრაციის ვადა ამოიწურა და დაიწყო მასიური საპასპორტო შემოწმებები. რეგისტრაციის გარეშემცხოვრებ პირებს პოლიცია აჯარიმებდა. 2002 წლის დადგენილების მიხედვით, ადგილობრივი ჩაწერის უქონლობის შემთხვევაში, ხდებოდა პირების დეპორტაცია. 2004 წლიდან, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით დაიწყო კრასნოდარის მხარიდან მაჰმადიანი მესხების ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლების პროცესი. 2005 წლის სექტემბრიდან 21 ათასმა პირმა შეიტანა განცხადება და ამ პროგრამის მეშვეობით, 5000 ადამიანი გადასახლდა ფილადელფიაში, ატლანტაში, კენტში და ამერიკის 60-ზე მეტ ქალაქში.2007 წლისთვის აშშ-ში გადასახლებული იქნა დაახლოვებითდაახლოებით 11 ათასი თურქ-მესხი.
 
2007 წლის 22 ივნისს, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 2008 წლიდან მაჰმადიანი მესხების ან მათი შთამომავლების რეპარტაციისთვის საჭირო პროცედურების დაწყებას. კანონპროექტის თანახმად, მათ, ვისაც დაბრუნება სურდა საქართველოში, განაცხადებით უნდა მოემართათ საქართველოს უახლოეს საკონსულოსთვის, ან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის 2008 წლის 1 იანვრიდან, 31 დეკემბრამდე. ერთწლიან ვადაში ხელისუფლებას უნდა განესაზღვრა დაბრუნების მსურველთა რაოდენობა. კანონპროექტი არ ავალდებულებდა საქართველოს ხელისუფლებას დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების ფინანსურ უზრუნველყოფას. ასევე კანონპროექტი რეპატრიაციის მსურველს ავალებდა ისეთი საბუთების მოტანას, რომლებიც ფიზიკურად არც კი არსებობს, რის შედეგადაც სახელმწიფო რეპატრიანტების ჩამოსვლისაგან თავს იზღვევდა.