ფოთოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Leaves-scan.jpg|thumb| 250 px| სხვადასხვა ფორმის ფოთლები]]
'''ფოთოლი''' (Folium), [[უმაღლესი მცენარეები|უმაღლეს მცენარეთა]] ორგანო, რომელიც ასრულებს [[ფოტოსინთეზი]]სა და [[ტრანსპირაცია|ტრანსპირაციის]] ფუნქციებს, ახორციელებს აირცვლას გარემოსთან და მონაწილეობს მცენარის ცხოველმოქმედების სხვა პროცესებში (ვეგეტატიური გამრავლება და სხვა). ფოთლის წარმოქმნა და განვითარება უკავშირდება მცენარის ხმელეთზე ცხოვრების მრავალგვარ პირობასთან შეგუებას. უმეტეს შემთხვევაში ფოთლის წარმოქმნა პირველი ხმელეთის მცენარეების ღერძული ორგანოების გაბრტყელების, დიფერენცირებისა და შეზრდის შედეგია. ფოთლისთვის დამახასიათებელია ბრტყელი ფორმა და დორზოვენტრალური სიმეტრია. არჩევენ ფოთლის ზედა — შიდა, მუცლის ანუ ადაქსიალურ და ქვედა — გარეთა, ზურგის ანუ აბაქსიალურ მხარეს. ჩვეულებრივ ფოთოლი არ წარმოშობს მცენარის სხვა ორგანოს. იშვიათად მას შეიძლება დამატებითი კვირტები ან ფესვები განვითარდეს (ბეგონია, ბრიოფილუმი). ფოთოლი ყოველთვის ყლორტის ღერძზე — ღეროზე ზის. ღეროზე გაწყობის მიხედვით არჩევენ ქვედა ან ფესვთანურ, ღეროსეულ და კენწრულ ფოთლებს. ხშირად ქვედა, ფესვთანური ფოთლები არ არის მწვანედ შეფერილი და ქერქლებად ვითარდება, ზოგიერთი ყვავილედის (კალათის, ქოლგის) [[საბურველი]] კენწრული ფოთლების ერთობლიობას წარმოადგენს. კენწრულ ფოთოლს მიეკუთვნება ხსიღად ქერქლისებრი მფარავი ფოთლებიც, რომლებიც კვირტზე ან ყვავილზე ვითარდება.
 
ფოთოლი უფრო ხშირად შედგება ფართო და ბრტყელი ფირფიტისაგან, რომელშიც ფოტოსინთეზთან დაკავშირებული ყველა ძირითადი ფიზიოლოგიური პროცესი მიმდინარეობს და შევიწროებული ნაწილისაგან — ყუნწისაგან, რომელიც ფოთლის ღეროზე ამაგრებს. თუ მცენარის ფოთლის ყუნწი გამოსახული არ აქვს, მას მჯდომარე ფოთოლი ჰქვია. უმეტეს [[ერთლებნიანები|ერთლებნიან]] და ბევრ — [[ორლებნიანნი|ორლებნიან]] მცენარეს ფოთლის ქვედა ნაწილი გაფართოებული აქვს ე. წ. ხალთად, რომელიც მეტ-ნაკლებად გარს ეხვევა ღეროს. ფოთლის ძირში ბევრ მცენარეს სიმეტრიულად განწყობილი წყვილი დანამატი, ე. წ. თანაფოთლები უვითარდება.
ხაზი 21:
მზიან ამინდში შუადღისას, 1 მ<sup>2</sup> ფოთლის ფირფიტა 1 საათში შთანთქავს 360 კკალ ენერგიას. ამ ენერგიიდან მხოლოდ 5-10% გარდაიქმნება ქიმიურ ენერგიად, დანარჩენი — სითბურ ენერგიად და ნაწილობრივ გადადის გარემოში, რაც აფერხებს ფოთლის გადახურებას. 1 მ<sup>2</sup> ფოთლის ზედაპირი 1 საათში აორთქლებს 500-700 გ წყალს. წყლის დროებითი დეფიციტის დროს ფოთოლში აქტიურდება მარეგულირებელი სისტემები — ბაგეების მოძრაობა, უჯრედის მიერ წყლის გაცემის შემცირება და სხვა. ფოტოსინთეზისა და სუნთქვის პროცესების საშუალებით ატმოსფეროში შენარჩუნებულია O<sub>2</sub>-ისა და CO<sub>2</sub>-ის ბალანსი, ხოლო ტრანსპირაციის საშუალებით ფოთოლი მონაწილეობს დედამიწაზე წყლის ბალანსის რეგულარებაში.
 
==ფილოდიუმი==
'''ფილოდიუმი''' ([[ბერძნ.]] phyllodes — ფოთლისმაგვარი phyllon — ფოთოლი და eidos— სახეობა), ფოთლის გაბრტყელებული ყუნწი, რომელიც ფოთლის ფირფიტის ფუნქციას ასრულებს. ფილოდიუმის დამახასიათებელია ავსტრალიური [[აკაცია|აკაციებისათვის]], ზოგიერთი ავსტრალიური [[კასია (მცენარე)|კასიასათვის]], ყოფილ სსრკ-ში მოზარდი მცენარეებიდან — [[Lathyrus nissolia]]-თვის.
== ლიტერატურა ==
{{ვიქსიკონი}}
Line 29 ⟶ 31:
* Фотосинтез и использование солнечной энергии. Сб., Л., 1971;
* ''Эсау К.,'' Анатомия растений, пер. с англ., М., 1969;
* ''{{ქსე|10|352-353|ღვინიანიძე ზ., ქვარიანი ლ.,'' [[ქსე]], ტ. 10, გვ. 352-353, თბ., 1986}}
{{ქსე|10|307}}
 
{{ბოტანიკა}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფოთოლი“-დან