რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Alexander_I_of_Russia.PNG შეიცვალა Alexander_I_by_S.Shchukin_(1809,_Tver).png-ით)
No edit summary
ხაზი 18:
[[XVIII საუკუნე]]ში საქართველოს და რუსეთს შორის კიდევ უფრო გააქტიურდა დიპლომატიური ურთიერთობები, რაც გამოწვეული იყო რუსეთის შესამჩნევი გაძლიერებით, რამაც რუსეთიდან დახმარების მიღების იმედი უფრო გაუძლიერა საქართველოს სხვადასხვა მეფე-მთავრებს.XVIII საუკუნის პირველ ნახევარში პრორუსული პოლიტიკის ყველაზე აქტიური გამტარებელი საქართველოში იყო ქართლის მეფე [[ვახტანგ VI]], რომელმაც შეცვალა ქართლის სამეფოს ტრადიციული რუსეთის მიმართ უნდობლობის პოლიტიკა.აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ვახტანგს თავდაპირველად მსოფლიოში იმ დროს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს [[საფრანგეთი]]ს იმედი უფრო ჰქონდა, და მას მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ მას შემდეგ რაც უარი მიიღო რუსეთზე დაამყარა იმედები,რუსეთი საფრანგეთისგან განსხვავებით დაპირდა ვახტანგს რომ აღმოუჩენდა სამხედრო დახმარებას და მოუწოდა მას შეეგროვებინა ქართლის ლაშქარი სპარსეთში გასალაშქრებლად.<br />
[[ფაილი:Peter der-Grosse 1838.jpg|მინი|რუსეთის იმპერატორი პეტრე I (1682-1725) წ.წ]]
[[1722]] წელს ვახტანგმა შეკრიბა 40 000 მეომარი და [[განჯა]]ში ჩავიდა, სადაც გეგმის თანახმად უნდა შეერთებოდა რუსეთის არმიას სპარსეთის წინააღმდეგ ერთობლივად საომრად. [[პეტრე I]] არ შეასრულა დანაპირები და ბედისანაბარა მიატოვა ვახტანგი, ლაშქრობა არ შედგა. რუსეთის ღალატმა ქართლის სამეფო პირისპირ დატოვა გამძვინვარებული ირანთან, შაჰის ბრძანებით [[1723]] წელს ჩრდილოკავკასიელებისგან შემდგარმა ლაშქარმა აიღო და გადაწვა [[თბილისი]],იმავე წელს საქართველოს ახალი უბედურება დაატყდა თავს, ამჯერად ოსმალო დამპყრობლები შემოიჭრნენ ქართლში, აიღეს თბილისი და თორმეტი წლის განმავლობაში მოახდინეს ქართლის ოკუპაცია. [[1724]] წელს ვახტანგი იძულებული გახდა 1200 კაცთან ერთად რუსეთში წასულიყო.რუსეთის ნდობა ვახტანგს და მის შთამომავლებს მეფობის სამუდამოდ დაკარგვად დაუჯდათ.<br />ურთიერთობების ახალი ეტაპი XVIII საუკუნის 50-ანი წლებიდან დაიწყო,ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები ამ დროს შესამჩნევად გაძლიერდნენ და თავი გაითავისუფლეს ოსმალეთის და სპარსეთის ვასალობიდან.თუმცა არც სულთანი და არც შაჰი არ აპირებდა საქართველოს სამუდამოდ დათმობას. ამიტომ [[თეიმურაზ I]], [[ერეკლე II]] და [[სოლომონ I]] ცდილობდნენ სამხედრო დახმარება მიეღოთ რუსეთისგან, სანაცვლოდ კი იმპერატორს საქართველოს ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას პირდებოდნენ.სანქტ-პეტერბურგში თავდაპირველად გადაწყვეტილების მიღებას ერიდებოდნენ, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა [[1768]] წელს როდესაც [[რუსეთ-ოსმალეთის ომი]] დაიწყო.ამჯერად რუსეთისთვის საქართველო მეტად მნიშნელოვანიმნიშვნელოვანი გახდა მისი მდებარეობის გამო, კერძოდ საქართველოდან შესაძლებელი იყო [[თურქეთი]]სთვის ახალი ფრონტის გახსნა, რაც მოწინააღმდეგეს აიძულებდა ერთობლივად რამდენიმე ფრონტზე ეომა და, საომარი მოქმედებების ძირითად ზონაში საკუთარი ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია ვერ მოეხდინა.<br />
[[ფაილი:Flag of Kingdom of Kartli-Kakheti.svg|მინი|ქართლ-კახეთის სამეფოს დროშა (1762-1801) წ.წ.]]
[[1769]] წელს [[ეკატერინე II]] გადაწყვიტა საქართველოში საექსპედიციო კორპუსი გამოეგზავნა გენერალ [[ტოტლებენი]]ს მეთაურობით.გეგმის თანახმად ტოტლებენი უნდა დახმარებოდა სოლომონ I, ოსმალების მიერ უკანასკნელი ლაშქრობის შემდეგ დაკავებული ციხე-სიმაგრეების გათავისუფლებაში.ასევე უნდა წაეხალისებინა საქართველოს მეფე-მთავრები ოსმალეთის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ.კერძოდ საიმპერატორო კარი იმედოვნებდა რომ ქართველები აწარმოებდნენ დივერსიულ ომს ოსმალეთის წინააღმდეგ ანუ მოაწყობდნენ თარეშს საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ პროვინციებში, რითაც სერიოზულ მატერიალურ და სამხედრო ზარალს მიაყენებდნენ "ბრწყინვალე პორტას" და აიძულებდნენ მას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კავკასიისთვის და უფრო მეტი სამხედრო გამოეგზავნა საზღვრების დასაცავად ამ მხარეში. ყოველივე ამაში რუსეთის როლი უნდა ყოფილიყო მორალური დახმარება და მცირედი სამხედრო თანადგომა, ეკატერინე II ტოტლებენს უბრძანა ეომა "რუსული სულით და ქართული ხორცით".ასევე ტოტლებენს მკაცრად მოთხოვეს არ ჩართულიყო არავითარ შემთხვევაში ფართომასშტაბიან ომში და არ მიეცა არც ერეკლე II და არც სოლომონ I საშუალება დივერსიების გარდა სერიოზული საომარი მოქმედებები დაეწყოთ მტრის ტერიტორიაზე.ამ ინსტრუქციების შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოში და როგორც ქართლ-კახეთში ასევე იმერეთში იმედოვნებდნენ რომ ტოტლებენი ქართველებს დაეხმარებოდა [[მესხეთი]]ს გათავისუფლებაში, რომელიც XVI საუკუნიდან [[თურქები|თურქებს]] ჰქონდათ დაპყრობილი.<br />