ასექსუალობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
ასევე შეიძლება ადამიანების განსაზღვრა ტერმინით gray-A (ნაცრისფერი-A) gray-რომანტიული, დემირომანტიული ან სემისექსუალური პირები, რადგანაც ისინი შუალედურ პოზიციაში იმყოფებიან არომანტიულობასა და რომანტიულობის, ასექსუალობასა და სექსუალურ მიზიდულობას შორის. ტერმინი gray-A მოიცავს ყველას ვინც დროდადრო განიცდის რომანტიულ ან სექსუალურ მიზიდულობას, დემისექსუალებისა და სემისექსუალებისთვის სექსუალური მიზიდულობა მეორე ხარისხოვანი კომპონენტია და განიცდიან მაშინ, როდესაც გაცნობიერებულ, სტაბილურ ემოციურ კავშირებს ამყარებენ.
== სექსუალური ორიენტაცია და ეტიოლოგია ==
არსებობს დავა იმის შესახებ არის თუ არა ასექსუალობა [[სექსუალური ორიენტაცია]]. მას ადარებენ და აიგივებენ სექსუალური მიზიდულობის ჰიპო აქტიურ აშლილობასთან (hypoactive sexual desire disorder (HSDD), რადგან ორივე გულისხმობს ვინმეს მიმართ სექსუალური ტოლვის ნაკლებობას. HSDD-ს იყენებენ ასექსუალობის სამედიცინო აღწერისთვის, მაგრამ როგორც წესი ასექსუალობა არ წარმოადგენს რამე სახის აშლილობას, ან სექსუალურ დისფუნქციას, როგორებიც არის [[ანორგზამიაანორგაზმია]], [[ანჰედონია]].ასექსუალობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის ან სოციალური პრობლემა. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც HSDD დიაგნოზი აქვთ, ასექსუალი პირები არ განიცდიან სტრესს და ინტერპერსონალურ სირთულეებს,რომლებიც მათ სექსუალობასთან ან აღგზნების ნაკლებობასთან არის კავშირში. ერთ-ერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასექსუალ პირებში ვლინდება დაბალი სექსუალური ლტოლვა, დაბალი სექსუალრი გამოცდილება, არ განიცდიან სექსუალობასთან დაკავშირებულ სტრესს და დეპრესიული სიმპტომები მათ ნაკლები აქვთ, განსხვავებით იმ პირებისგან, რომლებსაც HSDD დაუდგინდათ. ასექსუალობის ჩართვა სექსუალური ორიენტაციების სიაში საკამათო საკითხია, ერთნი მას განიხილავენ როგორც სექსუალური მიზიდულობის და სექსუალობის ნაკლებობას, ხოლო ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ასექსუალობა აშლილობაა, რომელიც გამოწვეულია საკუთარი სექსუალობის სირცხვილისგან, შფოთვითი აშლილობისგან ან სექსუალური ძალადობისგან. ასექსუალები, როგორც წესი არ თვლიან, რომ ასექსუალობა სექსუალური დისფუნქციაად ამას განსაზღვრავენ, როგორც სექსუალურ ორიენტაციას. ამას ბევრი მკვლევარი ეთანხმება, ისინი ამტკიცებენ, რომ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობა არ არის არჩევანი და მისი განკურნება, როგორც აშლილობის შეუძლებელია.
[[სექსუალური ორიენტაცია ]]არის მდგრადი და რეზისტენტული ცვლილებებისადმი. ჰეტეროსექსუალობა, [[ჰომოსექსუალობა]] და [[ბისექსუალობა]] ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის იკვეთება და ყალიბდება ადრეულ ასაკში, ასექსუალობის შემთხვევაში ეს უცნობია. არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ასექსუალური თვისებები შეძენილია თუ არსებობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ ასექსუალობა დაკავშირებულია ბიოლოგიურ ფაქტორებთან, რომლებიც პრენატალურ ან ადრეულბავშვობაში განისაზღვრება. ამ კვლევების მიხედვით საშუალოდ ასექსუალები დაბლები არიან, მათში უფრო მეტი ცაციაა და ჰყავთ ბევრად უფროსი ძმები. [[კორელაცია]] მარჯვენა-მარცხენა ხელის გამოყენებისა დაშობადობის რიგს შორის ასევე იკვეთება ჰომოსექსუალ მამაკაცებშიც, რაც მათ სავარაუდო, ერთიან წარმოშობაზე მეტყველებს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასექსუალობა“-დან