ვანო სარაჯიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ეჰ, ვანდალიზმი გაიპარა)
 
==ბიოგრაფია==
ქართველიfffffffffffffffქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, ''"საქართველოს ბულბული"'' სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ასეთი პოპულარობა მოუხვეჭა მას იშვიათი სილამაზის ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა. ლირიკულ დრამატული ტენორი, [[საქართველოს სახალხო არტისტი]]. [[1887|1887 წლიდან]] სწავლობდა [[თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია]]ში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში ([[1888]]-[[1895|1895 წლები]]). [[1898|1898 წელს]] შევიდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში ([[ჩელო]]ს კლასი). [[1898]]-[[1900|1900 წლებში]]. იყო ქართული ხალხური გუნდის მომღერალი – სოლისტი (ხელმძღვანელი ს.კავსაძე). [[1903|1903 წლიდან]] [[პეტერბურგი|პეტერბურგში]] სწავლობდა სიმღრას ჯერ ი. პრიაშნიკოვთათან, შემდეგ ა. პანაევა-კარცევასთან. აქვე შედგა სარაჯიშვილის დებიუტი [[1907|1907 წელს]] [[ჯუზეპე ვერდი]]ს ოპერა "[[ტრავიატა]]ში". პარალელურად [[იტალია]]ში კასტეანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა [[ბელკანტო]]ს ხელოვნებას ([[1906]]-[[1908|1908 წლებში]]). მართავდა კონცერტებს იტალიის სხვადასხვა საოპერო თეატრებში.
 
პეტერებურგში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მუშაობა განაგრძო იტალიურ დასში. [[1908|1908 წლიდან]] ცხოვრობდა [[თბილისი|თბილისში]]. გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.
ანონიმური მომხმარებელი