ინდოეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 162:
სამხრეთ ინდოეთში ჯერ კიდევ ინდუსურ ვიჯაიანაგართა იმპერიის დაცემამდე 1400წ. ვოდეიარების დინასტიამ დააარსა [[მაისურის სამეფო]], რომელმაც მოგვიანებით შეცვალა ვიჯაიანაგარი. ვოდეიართა სამფლობელო განადგურებულ იქნა [[ჰაიდარ ალი]]სა და მისი ვაჟის [[ტიპუ სულთანი]]ს მიერ. მათი მმართველობით [[მაისურის სამეფო]]მ რამდენიმე ბრძოლა გადაიხადა ინგლისელების და ინგლის-მარატჰების გაერთიანებული ძალების წინააღმდეგ.
1591წ. სამხრეთ ინდოეთში [[ჰოლკონდა|ჰოლკონდის]] დინასტიიდან [[კუტბ შაჰი|კუტბ შაჰმა]] დააარსა ქალაქი [[ჰაიდარაბადი]]. მოგოლთა მცირეხნიანი მმართველობის შემდეგ მოგოლთა გუბერნატორმა ასაფ ჯაჰმა ხელში ჩაიგდო ხელისუფლება ჰაიდარაბადში 1724წ. 1948წ. ჰაიდარაბადს მართავდა [[ნიზამები]]ს მემკვიდრეობითი დინასტია. როგორც [[მაისური]], ასევე [[ჰაიდარაბადი]] გახდნენ ბრიტანული ინდოეთის ვასალი სამეფოები.
თანამედროვე [[პენჯაბი (ინდოეთი)|პენჯაბი]]ს ტერიტორიაზე შეიქმნა [[სიქები]]ს სახელმწიფო. ეს იყო ბრიტანეთის კოლონიურ სახელმწიფოს დაქვემდებარებული [[ინდოეთის სუბკონტინენტი]]ს უკანასკნელი რეგიონი. სიქების იმპერია დაეცა ანგლო-სიქების რიგი ომების შედეგად.
XVIIIს.-ში [[გორქჰა]]ს (გურქჰა) მმართველების მიერ დაარსდა სახელმწიფო [[ნეპალი]], რომელმაც შეძლო შეენარჩუნებინა თავისი ეროვნული იდენტობა და ტერიტორიული მთლიანობა დღემდე.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდოეთი“-დან