მცენარეთა ფიზიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
მცენარეთა ფიზიოლოგია ჩამოყალიბდა როგორც [[ბოტანიკა|ბოტანიკის]] შემადგენელი ნაწილი. თავდაპირველად მისი შესწავლის საგანი იყო მცენარეთა ნიადაგური კვება. [[ინგლისელები|ინგლისელი]] ქიმიკოსის [[ჯოზეფ პრისტლი|ჯოზეფ პრისტლის]] აღმოჩენას, რომ მწვანე მცენარეს თავისი ცხოველმოქმედების პროცესში შეუძლია შეცვალოს ჰაერის შედგენილობა, აღადგინოს წვისა და სუნთქვის შედეგად გაბინძურებული ჰაერი (1771), დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მთლიანად ბუნებისმეტყველების განვითარებისათვის. შემდგომში ამ პროცესს ფოტოსინთეზი ეწოდა, დომლის შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვით [[ჰოლანდიელები|ჰოლანდიელ]] ბუნებისმეტყველს [[იან ინგენჰაუზი|იან ინგენჰაუზს]] (1779), [[შვეიცარიელები|შვეიცარიელ]] [[ჟან სენებიე]]ს და [[ნიკოლა სოსიური|ნიკოლა თეოდორ სოსიურს]] (XVIII საუკუნის მიწურული — XIX საუკუნის დასაწყისი), [[გერმანელები|გერმანელ]] [[რობერტ იულიუს მაიერი|რობერტ იულიუს მაიერსა]] და [[ფრანგები|ფრანგ]] [[ჟან ბატისტ ბუსენგო|ჟან ბატისტ ბუსენგოს]] (1868), [[ანტუან ლავუაზიე|ანტუან ლორან ლავუაზიეს]] (1774—1784).
 
XIX საუკუნის დასაწყისში გამოითქვა მოსაზრება მცენარეთა ზრდით გამოწვეული მოძრაობების — [[ტროპიზმი|ტროპიზმების]] შესახებ, რომელიც უფრო გვიან დაწვრილებით შეისწავლა [[ჩარლზ დარვინი |ჩარლზ დარვინმა]]. გერმანელმა ა. თეერმა ჩამოაყალიბა [[ჰუმუსი]]ს თეორია (1810—1819), რომლის მიხედვითაც მცენარეს კვებაში უპირატესობა ნიადაგის ორგანულ შენაერთებს მიეკუთვნება. XIX საუკუნის 40-იან წლებში იგი შეცვალა გერმანელი ქიმიკოსის [[იიუსტუს ლიბიხი |იუსტუს ლიბიხის]] მინერალური თეორიამ, იგი მცენარის ფესვურ კვებაში გადაწყვეტ მნიშვნელობას ნიადაგის მინერალურ ელემენტებს ანიჭებდა. იუსტუს ლიბიხის ნაშრომებმა ხელი შეუწყო მინერალური სასუქების გამოყენებას. ჟან ბატისტ ბუსენგოსა და გერმანელ მეცნიერს [[ჰერმან ჰელგირელი|ჰერმან ჰელგირელს]] ეკუთვნით [[პარკოსანნი|პარკოსან მცენარეთა]] აზოტფიქსაციის უნარის აღმოჩენა. XIX საუკუნის II ნახევარში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა [[კლიმენტი ტიმირიაზევი|კლიმენტი ტიმირიაზევის]] გამოკვლევებს, რომლებითააც დადგინდა [[ქლოროფილი]]ს მნიშვნელობა ფოტოსინთეზში და მწვანე მცენარეთა კოსმოსური როლი,რაც მზის ენერგიის გამოყენებას უკავშირდება.
 
XIX საუკუნის II ნახევარში — XX საუკუნის დასაწყისში აღსანიშნავია ფუნდამენტური გამოკვლევები მცენარის ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის შესახებ. დაიწყო სუნთქვის მექანიზმების ინტენსიური შესწავლა. რუსმა ბიოკიმისკოსმა [[ალექსეი ბახი|ალექსეი ბახმა]] შექმნა ბიოლოგიური ჟანგვის ზეჟანგოვანი თეორია (1896—1897). სუნთქვის პროცესის შესწავლაში ყურადსაღებია [[ვლადიმერი პალადინი|ვლადიმერი პალადინის]], [[სერგო კოსტიჩევი|სერგო კოსტიჩევის]], გერმანელ [[ჰენრიხ ვილანდი |ჰენრიხ ვილანდისა]] და [[ოტო ჰენრიხ ვარბურგი |ოტო ჰენრიხ ვარბურგის]] გამოკვლევები. ინგლისელ მეცნიერმა [[დესიდ კეილინმა|დევიდ კეილინმა]] აღმოაჩინა [[ციტოქრომები]].
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|296-298|ჭანიშვილი შ.}}
 
[[კატეგორია:მცენარეთა ფიზიოლოგია]]