ალექსანდრე სკრიაბინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
|აღსანიშნავი ინსტრუმენტები =
}}
'''ალექსანდრე სკრიაბინი''' ({{lang-ru|Алекса́ндр Никола́евич Скря́бин;}} დ. [[25 დეკემბერი]], [[1871]] ([[6 იანვარი]] [[1872]]), [[მოსკოვი]] — გ. [[14 აპრილი]] ([[27 აპრილი]]), [[1915]], მოსკოვი) — რუსი კომპოზიტორი და პიანისტი. [[1884]] წლიდან სწავლობდა ნიკოლაი ზვერევის კლასში, სადაც ასევე გახლდათიყო [[რახმანინოვი, სერგეი|რახმანინოვი]], [[1888]]-[[1892]] წლებში კი მოსკოვის კონსერვატორიაში. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ: [[არენსკი]], [[ტანეევი]] და [[საფონოვი]]. მიუხედავად იმისა, რომ სკრიაბინი ადვილად ვერ აწვდენდა ხელს ოქტავაზე, ის საოცარ პიანისტად ჩამოყალიბდა და საერთაშორისო საკონცერტო კარიერაც დაიწყო [[1894]] წელს. სკრიაბინმა კონსერვატორიის წლებში დაიწყო მუსიკის შეთხზვა. მის ადრეულ ნაწარმოებებში [[შოპენი, ფრედერიკ|შოპენის]] გავლენა იგრძნობა. ესენია: [[ნოქტიურნი|ნოქტიურნები]], [[მაზურკა|მაზურკები]], [[პრელუდია|პრელუდიები]] და [[ეტიუდი|ეტიუდები]] ფორტეპიანოსათვის. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოს კომპოზიტორმა დაიწყო საორკესტრო ნაწარმოებების შექმნა. ამ დროს მას უკვე ჰქონდა სოლიდური კომპოზიტორის რეპუტაცია და [[1898]] წელს მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორიც გახდა. [[1903]] წელს სკრიაბინმა მიატოვა მეუღლე და ოთხი შვილი და თავის ახალგაზრდა თაყვანისმცემელ ქალთან ერთად ევროპაში გაემგზავრა. დასავლეთ ევროპაში ყოფნისას, რაც ექვსი წელი გაგრძელდა, სკრიაბინმა დაიწყო საკუთარი ორიგინალური სტილის განვითარება, ეძებდა ახალ ჰარმონიულ სტრუქტურებსა და ჟღერადობას.
 
სკრიაბინს შეთხზული აქვს ათი საფორტეპიანო [[სონატა]] (მათ შორის სონატა #2 - „სონატა-ფანტაზია“, სონატა #7 - „თეთრი მესა“, სონატა #9 - „შავი მესა“) , პრელუდიები, მაზურკები, ეტიუდები, [[ვალსი|ვალსები]], [[სიმფონია|სიმფონიები]], [[სიმფონიური პოემა|სიმფონიური პოემები]] (მათ შორის „ექსტაზის პოემა“, „პრომეთე“), [[საფორტეპიანო კონცერტი]] და სხვა.