ჟან-მიშელ ჟარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 72:
===1980–1984===
 
იმ დროისთვის, როდესაც ''[[Magnetic Fields (ალბომი)|Les Chants Magnétiques]]'' 1981 წლის 20 მაისს გამოიცა, ''Oxygène'' და ''Équinoxe'' მსოფლიოში 6 მილიონამდე ასლის სახით გაიყიდა. ახალი ალბომი პირველი ორი თვის განმავლობაში მხოლოდ საფრანგეთში 200.000 ეგზემპლარად გაიყიდა. <ref name="Billboardchina">{{Citation | last = Way | first = Michael | title = Jarre off to China to Map Autumn Tour | url = https://books.google.com/books?id=rCQEAAAAMBAJ | page = 59 | publisher = ''Billboard Magazine'' | date = 11 July 1981 | accessdate = 23 June 2009}}</ref> ალბომში მუსიკოსმა გამოიყენა ახალი სინთეზატორი [[Fairlight CMI]] და ამ ინსტრუმენტის პიონერად იქცა. მოწყობილობის ციფრულმა ტექნოლოგიამ ჟარს საშუალება მისცა, ხმოვანი ექსპერიმენტები ახალი მიმართულებით წაეყვანა. <ref name="Remilleuxp35">{{Harvnb|Remilleux|1998|p=35}}</ref>
 
ალბომის გამოცემა დაემთხვა ჟარის პირველ საერთაშორისო ტურნეს. 1981 წელს ბრიტანეთის საელჩომ პეკინის რადიოს გადასცა<ref>{{Harvnb|Remilleux|1998|p=68}}</ref> ''Oxygène''-ის და ''Équinoxe''-ის ასლები. ეს იყო თანამედროვე უცხოური მუსიკის ჩინეთის ეროვნულ რადიოში გაჟღერების პირველი შემთხვევა. რესპუბლიკამ ჟარი კონცერტებით მიიწვია. ისინი 18 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ჩატარდა.<ref name="Billboardchina" /> პირველი, პეკინში, ძირითადად მთავრობის წევრების თანდასწრებით ჩატარდა, მაგრამ მის დაწყებამდე ტექნიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ არ იყო საკმარისი ელექტროენერგიის მიწოდება. პრობლემა გადაწყდა იმით, რომ ახლო მდებარე რაიონებს დროებით შეუწყდა ენერგიის მიწოდება.<ref name="Remilleuxpp7475" /> სტადიონი თითქმის სავსე იყო, როდესაც კონცერტი დაიწყო, მაგრამ პეკინში ავტობუსებმა გადაადგილება საღამოს 10 საათისთვის შეწყვიტეს, ამიტომ ნახევარი სტადიონი გამოსვლის დასრულებამდე დაიცალა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან-მიშელ_ჟარი“-დან