განდეგილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19:
განდეგილის ლექსების კრებული [[1898]] წელს გამოქვეყნდა, ლექსებისა და მოთხრობების კრებული — [[1910]] წელს. ავტორი მათში უმთავრესად წარმოგვიდგება როგორც ლირიკოსი. მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი (პოემა „შეჩვენებული“). აგრეთვე სამოქალაქო ლირიკული შესანიშნავი ნიმუშებია მისი „ჩადრი“, „ევა“, „მოწოდება“, „პოეტი“, „დილა“, „არა, არ ვსტირი“, „მე მიყვარს ჩემი სამშობლო“, „საცოდავო დედაჩემო“, „ნ. ორბელიანს“ და სხვა. აღსანიშნავია განდეგილის მთარგმნელობითი მოღვაწეობაც, თარგმნა [[ჰაინრიხ ჰაინე]]ს, [[კონდრატი რილეევი]]ს, [[მაქსიმ გორკი]]ს, [[ივანე ტურგენევი|ივან ტურგენევის]], [[ალექსანდრე კუპრინი|ალექსანდრ კუპრინის]], [[ტარას შევჩენკო]]ს, მარკიზ სონიესა და სხვების ნაწარმოებები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია თარგმანი [[ალექსანდრე გრიბოედოვი]]ს „ვაი ჭკუისაგან“, რომლის ნაწყვეტები იბეჭდებოდა [[1898]]-[[1899]] „კვალში“, ცალკე წიგნად გამოვიდა [[1902]] წელს, წიგნის რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბავშვო ლიტერატურაშიც, მან დაწერა და თარგმნა არაერთი უცხოური საყმაწვილო მოთხრობა.
 
დომინიკა გარდაიცვალა 1929 წლის 29 იანვარს, თბილისში. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. მისივე თხოვნის თანახმად იგი მეგობრების, ალექსანდრე ხახალაშვილის და იაკობ გოგებაშვილის საფლავებს შორის დაკრძალეს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/განდეგილი“-დან