განდეგილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
 
1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორად დაინიშნა.
 
განდეგილმა დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს (წერილი „პატარა ერის დიდებულნი ასულნი“, „სახალხო ფურცელი“, [[1926]], № 478); მან ერთ-ერთმა პირველმა დააარსა „ქართველ ქალთა საზოგადოება“, რომლის თაოსნობითაც გაიხსნა ერთგვარი სალონ-საჩაიე „ძმური ნუგეში“ (შემოსავალს გადასცემდნენ I მსოფლიო ომის ფრონტზე მყოფთ). სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის თვალსაჩინო მოღვაწეები, მწერლები და პოეტები.
განდეგილმა დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს, 1914 წელს მან დიდი წვლილი შეიტანა „ქართველ ქალთა საზოგადოების“ დაარსებაში, მასთან ერთად ორგანიზაციის წევრები იყვნენ ეფემია მესხი, ნინო ნაკაშიძე, ნინო მაჭავარიანი, ნეიმანი, ოლღა აღლაძე, ნინო დაფქვიაშვილი. დომენიკა ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს, მან შეიმუშავა სამუშაო პროგრამა, მაგრამ ერთ წელიწადში დაიწყო [[პირველი მსოფლიო ომი]]. ამიტომ მან ორგანიზაციის ყურადღება ფრონტის ინტერესებს დაუკავშირა და დაიწყო ფრონტის დასახმარებლად სახსრების გამონახვა. რადგანაც მხოლოდ ლიტერატურული საღამოებით და კონცერტებით შემოსული ფული არ იყო საკმარისი, განდეგილის თაოსნობით გაიხსნა სალონი-საჩაიე „ძმური ნუგეში“. სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწეები, მწერლები და პოეტები: [[იოსებ გრიშაშვილი]], [[კონსტანტინე გამსახურდია]], [[იოსებ მჭედლიშვილი]], ნ. ნალაშიძე, პოეტი ქალი [[მარიჯანი]], [[დარია ახვლედიანი]] და სხვები. აქ მიღებულ შემოსავალს გადასცემდნენ პირველ მსოფლიო ომში მონაწილეებს. შემოსული ფულით „ქართველ ქალთა საზოგადოება“ წმინდა ნინოს ლაზარეთში ათობით საწოლს ინახავდა დაჭრილი აჭარლებისათვის.
 
1929 წელს მისი წერილი „პატარა ერის დიდებულნი ასულნი“ გამოქვეყნდა გაზეთ „სახალხო ფურცელში“ (№ 478), ეს წერილი ითვლება საქართველოში ქალთა უფლებებისა და ზოგადად ქალის მნიშვნელობის გამოხატვის ერთ-ერთ სიმბოლოდ.
 
განდეგილის ლექსების კრებული [[1898]] წელს გამოქვეყნდა, ლექსებისა და მოთხრობების კრებული — [[1910]] წელს. ავტორი მათში უმთავრესად წარმოგვიდგება როგორც ლირიკოსი. მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი (პოემა „შეჩვენებული“). აგრეთვე სამოქალაქო ლირიკული შესანიშნავი ნიმუშებია მისი „ჩადრი“, „ევა“, „მოწოდება“, „პოეტი“, „დილა“, „არა, არ ვსტირი“, „მე მიყვარს ჩემი სამშობლო“, „საცოდავო დედაჩემო“, „ნ. ორბელიანს“ და სხვა. აღსანიშნავია განდეგილის მთარგმნელობითი მოღვაწეობაც, თარგმნა [[ჰაინრიხ ჰაინე]]ს, [[კონდრატი რილეევი]]ს, [[მაქსიმ გორკი]]ს, [[ივანე ტურგენევი|ივან ტურგენევის]], [[ალექსანდრე კუპრინი|ალექსანდრ კუპრინის]], [[ტარას შევჩენკო]]ს, მარკიზ სონიესა და სხვების ნაწარმოებები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია თარგმანი [[ალექსანდრე გრიბოედოვი]]ს „ვაი ჭკუისაგან“, რომლის ნაწყვეტები იბეჭდებოდა [[1898]]-[[1899]] „კვალში“, ცალკე წიგნად გამოვიდა [[1902]] წელს, წიგნის რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბავშვო ლიტერატურაშიც, მან დაწერა და თარგმნა არაერთი უცხოური საყმაწვილო მოთხრობა.
 
დომინიკა გარდაიცვალა 1929 წლის 29 იანვარს, თბილისში. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/განდეგილი“-დან