განდეგილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ და უფროსმა ძმამ ილიკომ, 17 წლის დომინიკა გაათხოვეს ქუთაისში მცხოვრებ ცნობილ ვაჭარსა და კომერსანტზე სოლომონ მდივანზე, რომელიც წლოვანებით გაცილებით უფროსი იყო. სოლომონ მდივანი ეჭვიანი, მძიმე ხასიათის ადამიანი იყო. მან დომინიკა სახლში ჩაკეტა და უკრძალავდა გარე სამყაროსთან ურთიერთობას. ამ პერიოდში დომინიკა კითხულობდა [[ჟორჟ სანდი]]ს ნაწარმოებებს, რამაც მისცა ბიძგი მას ებრძოლა თავისი უფლებებისთვის. იგი თავისი ბიძაშვილის, ანდრია ღულაძის დახმარებით თბილისში წავიდა. ანდრია ღულაძემ დომინიკა მოაწყო ქართული ჟურნალის „ნობათის“ რედაქციაში, სადაც თვითონაც მუშაობდა რედაქტორად. მან დააახლოვა დომინიკა ქართველ მწერლებსაც.
 
[[1890-იანები|90-იანი]] წლების ჟურნალ-გაზეთებში იგი წარმოდგა როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი; სტატიებით, საპოლემიკო წერილებით, ფელეტონებით ეხმაურებოდა იმ დროის მოწინავე ქართველ მოაზროვნეთა კონცეფციებს. პირველი ლექსი „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ [[ილია ჭავჭავაძე]]მ გაზეთ „ივერიაში“ დაუბეჭდა [[1893]] წელს და მაშინვე მიიწვია მუდმივ თანამშრომლად, როგორც [[ქართული ენა|ქართული ენის]] კარგი მცოდნე, იგი პირველი კორექტორი ქალი იყო. ამავე გაზეთში [[1894]] წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი“, რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები: („გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო ბოშა“ და სხვა). პატრიოტული მოთხრობის „მარინეს“ გამოქვეყნებისთანავე ([[1897]]) აღიარეს, რომ ქართულ მწერლობაში ნიჭიერი ბელეტრისტი ქალი მოვიდა.ამის შემდეგ განდეგილი თანამშრომლობს პერიოდულ გამოცემებში „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კვალში“, „თემში“, „ნობათში“, „ფასკუნჯში“, „სახალხო ფურცელში“, „ალმანახში“, „ჯეჯილში“, „ნაკადულში“ და სხვა.
 
დომინიკა განდეგილს უწოდებდნენ ქართველ ჟორჟ სანდს. განდეგილი იცნობდა და იზიარებდა ინდოელი მწერლის, [[რაბინდრანათ თაგორი]]ს შეხედულებებს. ჰქონდა მასთან მიმოწერა. აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შეუშალა. ახლო მეგობრობა აკავშირებდა [[ვაჟა-ფშაველა]]სთან, ილია ჭავჭავაძესთან და მის მეუღლესთან, [[ოლღა გურამიშვილი|ოლღა გურამიშვილთან]]. ეხმარებოდა [[იაკობ გოგებაშვილი|იაკობ გოგებაშვილს]] წიგნების კორექტურასა და რედაქტირებაში.
ხაზი 16:
 
რაბინდრანათ თაგორი
განდეგილის ლექსების კრებული [[1898]] წელს გამოქვეყნდა, ლექსებისა და მოთხრობების კრებული — [[1910]] წელს. ავტორი მათში უმთავრესად წარმოგვიდგება როგორც ლირიკოსი. მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი (პოემა „შეჩვენებული“). აგრეთვე სამოქალაქო ლირიკული შესანიშნავი ნიმუშებია მისი „ჩადრი“, „ევა“, „მოწოდება“, „პოეტი“, „დილა“, „არა, არ ვსტირი“, „მე მიყვარს ჩემი სამშობლო“, „საცოდავო დედაჩემო“, „ნ. ორბელიანს“ და სხვა. აღსანიშნავია განდეგილის მთარგმნელობითი მოღვაწეობაც, თარგმნა [[ჰაინრიხ ჰაინე]]ს, [[კონდრატი რილეევი]]ს, [[მაქსიმ გორკი]]ს, [[ივანე ტურგენევი|ივან ტურგენევის]], [[ალექსანდრე კუპრინი|ალექსანდრ კუპრინის]], [[ტარას შევჩენკო]]ს, მარკიზ სონიესა და სხვების ნაწარმოებები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია თარგმანი [[ალექსანდრე გრიბოედოვი]]ს „ვაი ჭკუისაგან“, რომლის ნაწყვეტები იბეჭდებოდა [[1898]]-[[1899]] „კვალში“, ცალკე წიგნად გამოვიდა [[1902]] წელს, წიგნის რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბავშვო ლიტერატურაშიც, მის კალამს ეკუთვნის მოთხრობები: „მარინე“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო მოშა“ბოშა“, „გოგია“. თარგმნა არაერთი უცხოური საყმაწვილო მოთხრობა.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/განდეგილი“-დან