განდეგილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
დომინიკა ერისთავი დაიბადა 1864 წლის 28 ოქტომბერს (ახალი სტილით 9 ნოემბერს) [[სალომინაო]]ში, ზურაბ ერისთავისა და ანა მარჯანიშვილის შეძლებულ ოჯახში. წერა-კითხვა თავიდან ასწავლა დედამ, ხოლო შემდეგ მიაბარეს სოფელ ხორხის პანსიონში, სადაც მან ათი წლის ასაკში ლექსების წერა დაიწყო. ზამთრობით დომინიკას ოჯახი [[ქუთაისი|ქუთაისში]] გადადიოდა საცხოვრებლად, სადაც დომინიკამ გუბერნატორ რავეცკის ქალიშვილები გაიცნო. მათი წყალობით იგი დაეუფლა რუსულ ენასა და ლიტერატურას.
 
მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ და უფროსმა ძმამ ილიკომ, 17 წლის დომინიკა გაათხოვეს ქუთაისში მცხოვრებ ცნობილ ვაჭარსა და კომერსანტზე სოლომონ მდივანზე, რომელიც წლოვანებით გაცილებით უფროსი იყო. სოლომონ მდივანი ეჭვიანი, მძიმე ხასიათის ადამიანი იყო. მან დომინიკა სახლში ჩაკეტა და უკრძალავდა გარე სამყაროსთან ურთიერთობას. ამ პერიოდში დომინიკა კითხულობსკითხულობდა [[ჟორჟ სანდისსანდი]]ს ნაწარმოებებს, დარამაც ესმისცა აძლევსბიძგი ბიძგსმას იბრძოლოსებრძოლა თავისი უფლებებისთვის. იგი თავისი ბიძაშვილის, ანდრია ღულაძის დახმარებით თბილისში წავიდა. ანდრია ღულაძემ დომინიკა მოაწყო ქართული ჟურნალის „ნობათის“ რედაქციაში, სადაც თვითონაც მუშაობდა რედაქტორად. მან დააახლოვა დომინიკა ქართველ მწერლებსაც.
 
[[1890-იანები|90-იანი]] წლების ჟურნალ-გაზეთებში იგი წარმოდგა როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი; სტატიებით, საპოლემიკო წერილებით, ფელეტონებით ეხმაურებოდა იმ დროის მოწინავე ქართველ მოაზროვნეთა კონცეფციებს. პირველი ლექსი „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ [[ილია ჭავჭავაძე]]მ გაზეთ „ივერიაში“ დაუბეჭდა [[1893]] წელს და მაშინვე მიიწვია მუდმივ თანამშრომლად როგორც [[ქართული ენა|ქართული ენის]] კარგი მცოდნე, იგი პირველი კორექტორი ქალი იყო. ამავე გაზეთში [[1894]] წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი“, რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები („გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო ბოშა“ და სხვა). პატრიოტული მოთხრობის „მარინეს“ გამოქვეყნებისთანავე ([[1897]]) აღიარეს, რომ ქართულ მწერლობაში ნიჭიერი ბელეტრისტი ქალი მოვიდა.ამის შემდეგ განდეგილი თანამშრომლობს პერიოდულ გამოცემებში „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კვალში“, „თემში“, „ნობათში“, „ფასკუნჯში“, „სახალხო ფურცელში“, „ალმანახში“, „ჯეჯილში“, „ნაკადულში“ და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/განდეგილი“-დან