მაიონეზი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მაიონეზი ({{lang-fr|Mayonnaise}}) ცივი საწებელი, რომლის დასამზადებლადაც ს...
(განსხვავება არ არის)

17:02, 7 ნოემბერი 2015-ის ვერსია

მაიონეზი (ფრანგ. Mayonnaise) ცივი საწებელი, რომლის დასამზადებლადაც საჭიროა მაღალი ხარისხის მცენარეული ზეთი, კვერცხის გული, ძმარი, მდოგვი და შაქარი, გამოიყენება ასევე სანელებლებიც.

1757 წელს ლუი დიუ პლესი ჰერცოგი რიშელიე, კარდინალი რიშელიეს დისწულის შვილი კუნძულ მენორკაზე იყო. იგი ხელმძღვანელობდა ფრანგების ჯარს, რომელმაც ალყა შემოარტყა ინგლისელების მიერ დაკავებულ ქალაქ მაოს. გამანადგურებელი იერიშის შემდეგ მოწინააღმდეგე ქალაქიდან განდევნეს და ბედნიერმა და დაღლილმა ფრანგება გამარჯვება იზეიმეს. მაგრამ , სამწუხაროდ ალყის დროს სურსათის მარაგი ძლიერ შემცირებულიყო. გურმანი ჰერცოგი ამ გარემოებამ დააღონა და პირად მზარეულს სთხოვა, რამე მოეფიქრებინა. მზარეულმაც მოიფიქრა. მან გაიგო, რომ კუნძულის მცხოვრებნი სალათებსა და ხორციან კერძებს ცივი საწებლით კმაზავდნენ. მას შემდეგნაირად ამზადებდნენ: ინდაურის კვერცხს უმატებდნენ პროვანსულ ზეთს, ლიმონის წვენს და წითელ წიწაკას. მზარეულმაც ისარგებლა ადგილობრივი რეცეპტით და დაამზადა ჰერცოგისთვის საწებელი, რომელსაც ქალაქის საპატივცემულოდ მაონეზი უწოდეს.

ლიტერატურა