ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებ–გვერდი → ვებ-გვერდი using AWB
ხაზი 11:
ცაიშის საეპისკოპოსო ერთ–ერთი უძველესი საეპისკოპოსოა [[საქართველო]]ში, რომელიც დააახლოებით VI-VII საუკუნეთა მიჯნიდან არსებობდა.უძველესი ცნობები ცაიშის საეპისკოპოსოს შესახებ დაცულია [[გიორგი კვიპროსელი]]ს მიერ [[602]]–[[610]] წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში და [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] დამდეგს ბასილი სოფენელის მიერ შედგენილ იგივე სახის თხზულებაში, ორივეგან მოიხსენიება [[ლაზიკა]]ს ეპარქიაში შემავალი საისის [[ეპისკოპოსი]]. აქ მოხსებიებული საისი უეჭველად ცაიშია, რადგან ეს [[ბერძნები]] მათი ენისათვის უცხო ''ც'' და ''შ'' ბგერებს ჩვეულებრის გრაფებით ([[სიგმა]]თი) გადმოსცემდნენ.
[[ფაილი:Dadiani palace 2012.jpg|right|thumb|250px|[[ზუგდიდის საკათედრო ტაძარი|ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესია და დადიანების სასახლე]]]]
ქართულ წყაროებში ცაიშის საეპისკოპოსოს შესახებ ცნობა პირველად X-XI საუკუნეთა მიჯნიდან ჩნდება. ცაიშის დიდი საწინამძღვრო ჯვრის წარწერაში "ბაგრატ აფხაზთა მეფე და კურაპალატის" გვერდით მოხსენიებულია ეფრემ ცაიშელი, რომელიც ცხადია ცაიშის <ref name=" ე. თაყაიშვილი, არქროლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. II, ტფ, 1919, გვ. 178"|ფგაფგ|">ე. თაყაიშვილი, არქროლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. II, ტფ, 1919, გვ. 178</ref> ეპისკოპოსია, რადგან ცაიშელი სწორედ ცაიშის ეპისკოპოსს ნიშნავს.
 
[[1805]] წელს ცაიშის ეპარქიაში შედის სამურზაყანო – ტერიტორია მდ. ენგუ­რიდან ღალიძგამდე. 1823 წ. 15 ნოემბერს გარდაიცვალა ცაიშელი მიტროპოლიტი გრიგოლი. გრიგოლ ცაიშელის გარდაცვალების შემდეგ გაუქმდა ცაიშის საეპისკოპო­სო კათედრა. ის იყო როგორც საოლქო ეკლესია. 1829წ გააერთიანეს ჭყონ­დიდის, ცაგერისა და ცაიშის ეპარქიები ერთ, სამეგრელოს ეპარქიად (საე­პისკოპოსო კათედრა მარტვილში).
 
[[1874]] წელს [[სამეგრელო]]ს ეპარქია შეუერთეს [[იმერეთი]]ს ეპარქიას და გაუქმდა [[მარტვილი]]ს საეპისკოპოსო კათედრა. [[1895]] წლის [[12 ივნისი]]დან გურიისა და სა­მეგრელოს ეპარქიების შეერთებით შეიქმნა გურია-სამეგრელოს ეპარქია. [[1930]] წლისათვის ტაძარში მღვდელმსახურება შეწყდა, რომელიც განახ­ლდა მხოლოდ [[1989]] წელს ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსის ყოვლადუსამ­ღვდელოესი გიორგის (შალამბერიძე) მღვდელმსახურობის პერიოდში. 1989 წ. [[14 სექტემბერი|14 სექტემბერს]] ტაძარი აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა [[ილია II]]-მ და ტაძრის წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი [[ამირან შენგელია]].
 
[[1995]] წლის 5 აპრილს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებით ჩამოყალიბდა 27 ეპარქია, მათ შორის ზუგდიდისა და ცაი­შის ეპარქია.
ახალშექმნილი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავრად დროებით დაინიშნა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი [[დანიელი (მეუფე)|დანიელი]] (და­თუაშვილი).
 
[[1998]] წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინო­დის გადაწყვეტილებით ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსად გამორჩეულ იქნა იღუმენი გერასიმე (შარაშენიძე), რომლის ეპისკოპოსად ხელდასმა მოხდა ამავე წლის 11 ოქტომბერს [[მცხეთა]]ში, სვეტიცხოვლის ტაძარში.
 
[[2006]] წლის 11 მაისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე წმ. სამების ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოსი გერასიმე მთავარეპისკო­პოსის ხარისხში აიყვანა. ხოლო [[2007]] წლის 3 ივნისს იენიჭა მიტროპოლი­ტომა.
ხაზი 26:
=== ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრები ===
ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრები ზედაპირულად მოხაზული აქვს [[ვახუშტი ბაგრატიონი|ვახუშტი ბაგრატიონს]] ([[1916]]–[[1770]]): „ხოფს ზეით არს ეკლესია ჩაისს, დიდი, გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული. ზის ეპისკოპიზი მწყემსი ამ წყლის სამხრეთის კერძოსი უნაგრიმამდე და რიონა ზღუდმდე“<ref name="">ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოისა, წიგნში ქართლის ცხოვრება, ტ IV, თბ, 1973, გვ. 773</ref>
[[ფაილი:Tsaishi catedral.jpg|thumb|300px|left|]]
ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში, როგორც წყაროებიდან ჩანს, შედიოდა [[სვანეთი]]ც. [[მესტიის მუნიციპალიტეტი|მესტიის]] ოთხთავზე [[XIV საუკუნე]]ში გაკეთებულ ერთ მინაწერში ნათქვამია: "თუ ქუემო ხეუს გამოჩნდეს ცაიშელიმან დაიურვოს რჯული, ზემომან ცაგარელმან — ზემოთ დაიჭიროს."<ref name="პ. ინგოროყვა">პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, ნაკვ. II, ტექსტები. თბ. 1941, გვ 7, სვანეთის წერილობითი ძეგლები, I. ისტორიულიო საბუთები და სულთა მატიანეები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო–საცნობარო აპარატი დაურთო ვ. სილოგვამ, თბ. 1986, გვ. 111</ref> ამ ცნობის სისწორეს ამტკიცებს ერთი უთარიღო დოკუმენტი, რომელიც, როგორც 1442–1446 წლებს შორისაა შედგენილი. ამ დოკუმენტში ცაიშელ მთავარეპისკოპოსი დანიელი გვაუწყებს, რომ "ლაბსყედსა მივედი... ვაკურთხე მთავარანგელოზი ლაბსტყენდაშისაო"<ref name="ი. დოლიძე">ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, ტ. III, თბ. 1973, გვ. 173</ref> რადგან ცაიშელი ეპისკოპოსი სვანეთში, კერძოდ ლაბსყელდაშში ეკლესიას აკურთხებს, ცხადია ეს კუთხეც მისი სამწყსოს ნაწილი უნდა ყოფილიყო.
 
ზემო სვანეთი ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში შედიოდა [[XVII საუკუნე]]შიც. პატრიარქი [[მაკარიოსი]] ([[1648]]–[[1672]]), რომელიც 1664 წელს ბრძანდებოდა [[საქართველო]]ში, წერს რომ "სვანებს ჰყავდათ ორი ეპისკოპოსი – ცაგარელი და ცაიშელი, რომლებიც მხოლოდღა ფორმალურად ითვლებიან მათ მწყემსებად"<ref name="მაკარიოსი">Жузе, Грузия в 17 столетий по изабражению патриарха Макариа, Казан, 1905, стр 42</ref>
ხაზი 39:
 
== ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის არქიტექტურული დახასიათება ==
 
 
ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი განლაგებულია ქალაქ ზუგ¬დიდის სამხრეთ-დასავლეთით ათიოდე კილომეტრზე. იგი მდებარეობს კოლხეთის დაბლობთან მომიჯნავე მთების დასაწყისში. 1614 წლის მიწისძვრამ ცაიშის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს წაუშალა თავ¬და¬პირველი სახე.
Line 76 ⟶ 75:
 
== ცაიშის საეპისკოპოსოს გაუქმება ==
ცაიშელმა მიტროპოლიტმა [[გრიგოლ ჩიქოვანი|გრიგოლ ჩიქოვანმა]] დატოვა ანდერძი, რომელშიც თავის მემკვიდრედ ცაიშის საეპისკოპოსო ტახტზე გამოაცხადა არქიმანდრიტი [[იოანე ჩიქოვანი]].<ref name="იოანე">საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (H კოლექცია) , ტ.VI, თბ. 1953, გვ. 353.</ref> მაგრამ [[1824]] წელს [[რუსეთი]]ს ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. <ref name="ცაიშ">ამ ანდერძის დედანი პეტერბურგში, აზიის ხალხთა ინსტიტუტშია.</ref> მიუხედავად ამისა, ერთი ხანი იოანე ჩიქოვანი მაინც ეისკოპოსად იწოდებოდა. [[1824]] წლის 4 ოქტომბერს [[პეპუ ჩიჩუა]]ს მიერ ხობის ტაძრისათვის მიცემული შეწირულობის წიგნში მოწმედ დასახელებულთა შორისაა "''იოანე ცაიშელ ჩიქოვანი''".<ref name="ეპისკოპოსი">დ. გოგოლაძე, საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში, თბ. 1971, გვ. 14.</ref>
 
საეპისკოპოსო კათედრის გაუქმების შემდეგ ცაიშის ტაძარი მონასტრად იქცა. ფრანგი მკვლევარუ ჟიულ მურიე, რიმელმაც XIX საუკუნის 80–იანი წლების დამდეგს სოფელ–სოფელ აღწერა მთელი სამგრელო, გვაუწყებს, რომ [[1821]] წლიდან [[1879]] წლამდე ცაიშის ეკლესია მონასტერს წარმოადგენდა, ახლა (ანუ [[1883]] წელს) ის ტაძარიაო, რომლის [[დეკანოზი]] [[ზუგდიდის მაზრა|ზუგდიდის მაზრის]] 20 ეკლესიას განაგებსო.
Line 106 ⟶ 105:
# სოფ. ანაკლიის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი
# სოფ. ჯიხაშკარის ხარების სახელობის ტაძარი
 
 
=== მშენებარე ეკლესიები ===
Line 146 ⟶ 144:
 
წმინდა ნაწილები მოთავსებულია [[ვერცხლი]]თ მოჭედილ პატარა ზომის [[კუბო]]ში, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. იგი გაკეთებულია [[ლევან II და­დიანი]]ს (1611-1657 წწ) დაკვეთით. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ წმინდა ნაწილების [[საქართველო]]ში მოხვედრის შესახებ: ერთი–ერთი ვარაუდით, ეს სიწმინდეები მე-15 საუკუნის და­საწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან.
 
 
პატიოსანი სამოსელი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა, სარტყლის ნაწილი და [[ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატი]] [[სამეგრელო]]ს უპირველეს სიწმინდეებად ითვლებოდა.ყოვლად­წმინდა დედის სარტყლის ერთი ნაწილი ათონის მთაზე, ვათოპედის მო­ნასტერშია დაცული, მეორე ტრირში, მესამე კი [[საქართველო]]ში, ზუგდიდ­ში ინახებოდა.
 
 
== სქოლიო ==
Line 175 ⟶ 171:
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat|Zugdidi and Tsaishi Eparchy}}
* [http://zugdidi-tsaishi.ge/index.php?page=1&lang=geo ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ოფიციალური ვებ–გვერდივებ-გვერდი]
* [http://www.patriarchate.ge/?action=text/zugdidi ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (საქართველოს საპატრიარქო)]