რენე იგიტა: განსხვავება გადახედვებს შორის

კოლუმბიელი ფეხბურთელი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ხოსე რენე იგიტა საპატა''' (დ. 1965 წლის 27 აგვისტოს მედელინი|მედე...
(განსხვავება არ არის)

07:04, 7 ნოემბერი 2015-ის ვერსია

ხოსე რენე იგიტა საპატა (დ. 1965 წლის 27 აგვისტოს მედელინში) არის კოლუმბიელი მეკარე მეტსახელად „შეშლილი“. ის ცნობილი იყო თავისი განსხვავებული თამაშის სტილით. მას ახასიათებდა საკუთარი პოზიციის დატოვება და როგორც ბურთის ართმევაზე თამაში, ასევე, დრიბლინგით წინ გაჭრაც.

იგიტას თამაშის სტილი პირველად ფართო აუდიტორიამ იხილა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის მიხედვით იგიტა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში საუკეთესო მეკარეთა შორის მე-8 ადგილს იკავებს.