აგამემნონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''აგამემნონი''' (ბერძნ. Ἀγαμέμνων) - მიკენის მეფე, ბერძენთა წინამ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''აგამემნონი''' ([[ბერძნ.]] Ἀγαμέμνων) - [[მიკენი]]ს მეფე, ბერძენთა წინამძღოლი [[ტროას ომი|ტროას ომში]], [[ატრევსი]]ს ვაჟი, [[მენელაოსი]]ს ძმა. როდესაც ატრევსი მოკლა [[ეგისთე]]მ და მიკენის მეფე გახდა, ეგისთეს მამა [[თიესტე]], ჯერ კიდევ ყმაწვილები - [[აგამემნონი]] და მენელაოსი [[სპარტა]]ში გაიქცნენ და დაქორწინდნენ [[ტინდარეოსი]]ს ქალიშვილებზე; აგამემნონი [[კლიტემნესტრა]]ზე, ხოლო მოენელაოსი - [[ელენე (მითოლოგია)|ელენეზე]]. აგამემნონს შეეძინა ქალიშვილები: [[იფიგენია]], [[ქრიზოთემიდა]], [[ლაოდიკე]] (ტრაგიკოსებთან [[ელექტრა]]) და ვაჟი [[ორესტე]]. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა მიკენში უკვე აგამემნონი იყო გამეფებული, მენელაოსის ცოლი ელენე მოიტაცა [[პარისი|პარისმა]]. ადრევე დადებული ხელშეკრულების თანახმად, აგამემნონმა შეკრიბა საუკეთესო ბერძენ ვაჟკაცთა დიდი ლაშქარი და თავს დაესხა პარისის მშობლიურ ქალაქ [[ტროა]]ს. ტროაში მისვლამდე ბერძენთა ლაშქარს [[ავლიდი|ავლიდთან]] პირქარი მოევლინა და წინსვლის ყოველგვარი საშუალება მოუსპო. რადგან ქარი არ აპირებდა ჩადგომას, სამისნოს მიმართეს. სამისნომ განაცხადა, რომ ქარი მანამ არ ჩადგებოდა, სანამ აგამემნონი მსხვერპლად არ გაიღებდა თავის ქალიშვილ იფიგენიას. აგამემნონი იძულებული გახდა შეესრულებინა ღმერთის ეს მეტად არასასიამოვნო სურვილი. მითის ამ დეტალზე ააგო [[ევრიპიდე]]მ შესანიშნავი ტრაგედია "[[იფიგენია ავლიდში]]".
 
ტროას ომში აგამემნონმა დიდი გმირობა და სტრატეგიული ნიჭი გამოიჩინა, მაგრამ პატივმოყვარეობითა და სიამაყით ხშირად ვნებდა საერთო საქმეს. კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქილევსის რისხვის მიზეზი გახდა ის, რომ აგამემნონმა უსამართლოდ წაართვა ტყვე ქალი [[ბრიზეიდა]], მანვე შეურაცხყო [[აპოლონი]]ს ქურუმი [[ქრიზე]] და სხვა, რითაც უდიდესი მორალური და მატერიალური ზარალი მიაყენა თანამებრძოლებს. ომის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას, უდიდესი გამარჯვებითა და შინდაბრუნების სიხარულით აღფრთოვანებული აგამემნონი, რომელსაც იმდენად ბედნიერად მიაჩნდა თავი, რომ ღმერთებსაც კი შესძახა, გშურდეთ, ღმერთებო, ჩემი ბედნიერებაო, ვერაგულად მოკლეს ცოლმა - კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა ეგისთემ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აგამემნონი“-დან