რონალდინიო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 98:
[[2001]] წელს რონალდინიოთი დაინტერესდა [[ლონდონი]]ს „[[არსენალი (საფეხბურთო კლუბი)|არსენალი]]“. თუმცა შეთანხმება ვერ შედგა იმის გამო, რომ ბრაზილიელმა ვერ მოახერხა სამუშაოზე ნებართვის აღება, რადგან [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში]] არასაკმარისი რაოდენობის მატჩები ჰქონდა ჩატარებული.<ref>[http://www.thesun.co.uk/sol/homepage/sport/football/article138710.ece Arsene KO’d in Dinho bid ]</ref> ასევე ჩაიშალა 6 მლნ [[გირვანქა სტერლინგი|ფუნტის]] ოდენობის საარენდო შეთანხმება [[შოტლანდია|შოტლანდიურ]] კლუბ „[[სენტ-მირენი (საფეხბურთო კლუბი)|სენტ-მირენთან]]“ იმის გამო, რომ რონალდინიო გარეული იყო ყალბ პასპორტთან დაკავშირებულ სკანდალში, რომლის გამოც რონალდინიოს შოტლანდიურ კლუბში გადასვლის უფლება მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ მიეცა.<ref>[http://sport.stv.tv/football/clubs/st-mirren/160971-ronaldinhos-failed-move-to-scotland/ რონალდინიომ შოტლანდიაში გადასვლა ვერ მოახერხა]</ref> ასევე არსებობდა ჭორები კლუბ „[[ლიდს იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|ლიდს იუნაიტედის]]“ რონალდინიოსადმი ინტერესის შესახებ შესაძლო ტრანსფერთან ერთად, რომელიც უნდა შემდგარიყო 40-დან 80 მილიონ [[დოლარი|დოლარამდე]] თანხის გადახდის შემთხვევაში, თუმცა ეს ჭორები არ დადასტურდა.<ref>[http://www.sport-express.ru/newspaper/2000-02-21/2_3/ 80 000 000 დოლარი რონალდინიოში: ახალი სატრანსფერო რეკორდი თუ ბრაზილიელების მდიდარი წარმოსახვის შედეგი?]</ref>
 
[[2000]] წლის [[22 დეკემბერი|22 დეკემბერს]] რონალდინიომ საიდუმლოდ მოაწერა ხელი წინასწარ კონტრაქტს [[საფრანგეთი|ფრანგულ]] კლუბ „[[პარი სენ-ჟერმენი (საფეხბურთო კლუბი)|პარი სენ-ჟერმენთან]]“. რაღაც პერიოდის შემდეგ „გრემიოს“ პრეზიდენტმა გაზეთში განაცხადა პარიზელების 6,4 მლნ ევროიანი შემოთავაზების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იყო 2 წელიწადზე, რონალდინიოსთვის პირველ სეზონზე 150 000, ხოლო მეორეზე 213 000 ევროს გადახდის ოდენობით.<ref name="მისი კურსი"/> ამ შემოთავაზების მიუხედავად, [[2001]] წლის [[17 იანვარი|17 იანვარს]] პარიზულმა კლუბმა განაცხადა რონალდინიოს 5,1 მლნ ევროს ოდენობის ტრანსფერის შესახებ,<ref name="transfermarkt">[http://transfermarkt.de/de/spieler/3373/ronaldinho/transferdaten.html პროფილი transfermarkt.de-ზე]</ref> რომლის თანახმადაც რონალდინიომ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც ბრაზილიურ კლუბს საერთოდ არ მოეწონა.<ref name="მისი კურსი">[http://www.ronaldinho10.com/en_biographie_psg.htm ბიოგრაფია — მისი კურსი — წლები „პსჟ„პარი სენ-ჟერმენი-ში“]</ref> ბოლო თვე ბრაზილიელმა „გრემიოში“ გაატარა, რომლის გულშემატკივრებმაც ფეხბურთელის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს: მათ ჩაიცვეს შავი სამკლაურები, რონალდინიოს ძმა, რობერტო დე ასისი, მოღალატედ გამოაცხადეს, ხოლო თვითონ რონალდინიოს ყოველ მოქმედებას სტვენით ხვდებოდნენ.<ref name="მისი კურსი"/>
 
=== „პარი სენ-ჟერმენი“ ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რონალდინიო“-დან