კორნელი კეკელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
სამსონ კეკელიძე მედავითნე იყო სოფლის ეკლესიაში, წერა-კითხვა კარგად იცოდა და კორნელისაც ადრევე შეასწავლა სახლში. 1886 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში. ოჯახს უჭირდა შვილის ქუთაისში რჩენა და კორნელის სასწავლებელში დატოვება სკოლის ინსპექტორის ივანე გაფრინდაშვილის, მომავალი პოეტის პოეტ [[ვალერიან გაფრინდაშვილი]]ს მამის, მეშვეობით მოხერხდა, რომელიც მომავალ აკადემიკოსს სასწავლებლის ინტერნატში უფასოდ ჩარიცხვაში დაეხმარა.
 
ქუთაისში სწავლის დამთავრების შემდეგ კორნელიმ სწავლა [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში განაგრძო. კორნელის შენახვას ოჯახი ვერც თბილისში შეძლებდა, ნიჭიერ ახალგაზრდას მაშველად თბილისის სემინარიის ინპექტორი იოანიკე მოევლინა, მისი დახმარებით კორნელი უფასოდ მოეწყო პანსიონში. მასთან ერთად სემინარიაში სწავლობდა [[იოსებ ჯუღაშვილი]].<ref name="კორნელი">[http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=7647 ვის და რატომ ჩაარტყა წიგნი კორნელი კეკელიძემ სასულიერო სასწავლებელში სწავლისას. ''თბილისელები.GE''</ref>

1896 წელს კორნელის დედა გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ კი მამა. კორნელის და მთლიანად დაობლებულ ოჯახს უფროსი და აკვირინე და მისი მეუღლე, [[კალისტრატე ცინცაძე|კალისტრატე ცინცაძის]] უმცროსი ძმა, ამფილოქე ეხმარებოდნენ.<ref name="კორნელი"></ref> როგორც წარჩინებული კურსდამთავრებული, კორნელი სახელმწიფოს ხარჯზე [[კიევი|კიევის]] სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, გამოცდები შესანიშნავად ჩააბარა და სიტყვიერების ფაკულტეტზე მოეწყო.
 
1904 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ კორნელი საქართველოში დაბრუნდა. 1905-1906 წლებში მასწავლებლობდა [[ქუთაისი|ქუთაისსა]] და [[თბილისი|თბილისში]]. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა]] და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში.
Line 39 ⟶ 41:
კორნელი კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა ([[1923]]—[[1960|1960 წლებში]] ოთხჯერ გამოიცა). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“ (რუსულ ენაზე, [[1938|1938 წელს]]). 1955 წელს [[იტალია|იტალიის]] დედაქალაქ [[რომი|რომში]] [[გერმანული ენა|გერმანულ ენაზე]] გამოქვეყნდა [[მიხეილ თარხნიშვილი]]სა და [[იულიუს ასფალგი]]ს მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი.<ref name="qse"/>
 
კორნელის ორი ცოლი ჰყავდა, პირველი მეუღლისგან სამი შვილი შეეძინა: ალექსანდრე, კოტე და ილია. მეორე მეუღლე მოგვიანებით შეირთო, რომლისგანაც შვილი არ ჰყოლია. ალექსანდრემ 1924 წელს დააარსა იატაქვეშა გაერთიანება “თავისუფალი საქართველო”. მაშინ ალექსანდრე 18 წლის იყო. ორგანიზაცია ერთ–ერთმაერთ-ერთმა წევრმა გასცა, გვარათგვარად ბარათაშვილმა. ორგანიზაციის წევრები და, მათ შორის, ალექსანდრე დააპატიმრეს. ალექსანდრე კეკელიძე დახვრიტეს თავისუფლების მოედანზე. კორნელიმ მძიმედ გადაიტანა შვილის დაღუპვა. იმ პერიოდში კორნელი მეუღლესთან ერთად სამაჩაბლოში იყო. ჩეკისტებმა კორნელი იქ დააპატიმრეს და ისე ჩამოიყვანეს თბილისში. მაგრამ როდესაც დაკითხვების შედეგად დარწმუნდნენ, რომ კორნელის ამ ორგანიზაციასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა, გაანთავისუფლეს.
 
კორნელი კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ [[ისტორიოგრაფია|ისტორიოგრაფიასაც]], აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერებათა კადრების აღზრდაშიც. კეკელიძე დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]] და 2 [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის ორდენით]].<ref name="qse"/>