ბათუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 90:
 
1888 წლის აგვისტოში ბათუმში პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოსახლეობამ ქალაქის საბჭო აირჩია, ხოლო ქალაქის თავი დანიშნული იყო. მომდევო არჩევნები 1894 წელს ჩატარდა. მოსახლეობამ 36 ხმოსანი აირჩია, ხმოსნებმა კი — ქალაქის თავი ლუკა ასათიანი. იგივე განმეორდა 1898 წლის არჩევნებზეც. 1901-1916 წლებში ქალაქის თავი ივანე ანდრონიკაშვილი იყო. ის იყო მეფის რუსეთის დროინდელი ბათუმის უკანასკნელი არჩეული მმართველი.
 
'''რუსი კავკასიოლოგის, ისტორიკოსის, ეთნოგრაფისა და მოგზაურის ევგენი გუსტავის ძე ვეიდენბაუმის ცნობები 1878 წლის ბათუმის შესახებ'''
{{ციტატა|ბათუმი მათ, ვინც იქ არ ყოფილა, წარმოუდგენიათ ელდორადოს სახით საოცრად იაფი თამბაქოთი, სასმელითა და სხვადასხვა საზღვარგარეთული საქონლით. იგი, როგორც ვთქვით, მდებრეობის ბათუმის უბის დასავლეთ მხარეს. თურქული ქალაქის პირობაზე, რომელიც აღმოცენდა რაღაც 20-23 წლის წინ, ბათუმი კარგი სანახავია. მთავარი, რაც მას განასხვავებს ნამდვილი თურქული ქალაქისაგან, არის უსწორმასწორო, ყრუ ქუჩებისა და ქუჩაბანდების უქონლობა. სანაპიროზე ჩამწკრივებულია ქვის სახლები მაღაზიებით, ყავახანებით და სასტუმროებით. შემდეგ სანაპიროს პარალელურად მიემართება ორი-სამი ქუჩა, რომელთან უმეტესი ნაწილი ბაზარს უკავია. აქ არის პატარა, ღია ხის დუქნები. საცხოვრებელი ნაგებობები, მგონი ყოფილი ჩვენი კონსულის – ჯუდიჩის ერთადერთი ქვის სახლის გარდა, აგებულია ხის ჩარჩოებით, რომელთა შუალედი ამოშენებულია ერთი რიგი აგურით. მათ შორის ორსართულიანი ნაგებობებიცაა. ჯერჯერობით ქალაქს რაღაცნაირი გაპარტახებული ისრსახე აქვს. თუმცა სახლები ენერგიულად რემონტდება, მაგრამ მშენებლობა საშენი მასალის უკმარისობის გამო ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც სასურველია.
ქალაქში რამდენიმე მეჩეთი და ერთი საკმაოდ დიდი, ქვის ბერძნული ეკლესიაა. მღვდლების თქმით ეკლესიის მშენებლობა 15 წლის წინ დაწყებულა და 8 წლის წინ დამთავრებულა, თუმცა აქამდე მთლად გაწყობილი არ არის. შენების დაწყებამდე მოიმარაგეს სულთნის ფირმანები, მაგრამ ბათუმის მუსლიმებმა ოჯერ გააჩერეს მუშაობა იმ მიზეზით, ბერძნები ეკლესიის ნაცვლად ციხესიმაგრეს აშენებენო.
ეკლესიასთან არსებობს სკოლა და ბერძნები უკვე ფიქრობენ სკოლისათვის რუსი მასწავლებლების მოწვევას.
ბათუმში 200-მდე ბერძნული ოჯახია და ეკლესია სწორედ მათი შეწირულობით, ნაწილობრივ ნასესხები ფილითაა აშენებული. [...]
რუსების ბათუმში შესვლის დროიდან ეკლესიის შემოსავალი თითქმის ორჯერ გაიზარდა. ჩვენი ჯარის გამოჩენის პირველივე დღეს ბერძნებმა დაკიდეს ზარი და დაიწყეს რეკვა, რისი უფლებაც თურქული მთავრობის დროს არ ჰქონდათ.
[ერთ-ერთი] მიზეზი ქალაქში მშენებლობის ნელი და თითქმის შეუმჩნეველი ზრდისა, მიუხედავად საცხოვრებლის მწვავე ნაკლებობისა, არის პოლიტიკური მდგომარეობის გაურკვევლობა და მერყეობა.
რასაკვირველია, ძნელია იმის თქმა, რამდენად საფუძვლიანია ეს შიში მომავლისადმი, მაგრამ უეჭველია, რომ საფრთხე, ბუნდოვანი და გაურკვეველი, მაინც არსებობს. მოვაჭრე ხალხს არ უნდა საქმის დაწყება და ამას იმით ხსნის, რომ ახლა ამის დრო არ არის, რადგან გაზაფხულზე შეიძლება ისევ იფეთქოს ომმა და მაშინ მთელი შრომა წყალში ჩაეყრებათ. ბათუმის ბაზარში მოარული ხმებით, თურქეთის მთავრობამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის გამოსცა ბრძანება, არ შეეშალათ ხელი რუსებისათვის ბათუმში მოწყობასა და ქალაქის გაუმჯობესებაში, რადგან თურქებისათვის გაცილებით სახეირო იქნება ჩაიბარონ კეთილმოწყობილი ქალაქი, თანაც რუსული ფულის წყალობით. რამდენადაც უაზრო არ უნდა იყოს ეს ხმები, აქედან ჩანს საერთო განწყობა მომავლის რწმენის უქონლობისა. აღსანიშნავია, რომ ეს განწყობა ისე შორს გავრცელდა, რომ სოხუმამდეც კი მიაღწია.
[...]
ამჟამად ბათუმი, როგორც ამბობენ, არ ჰგავს იმ კლოაკას, რომელიც დახვდათ ჩვენს მეომრებს. იგი გაწმენდილია ყველა სიბინძურისაგან და საკმაოდ სუფთად გამოიყურება. ჭუჭყი და ტალახი ბათუმში საერთოდ არ იცის.}}<ref>ევგენი ვეიდენბაუმი: "ბათუმიდან ართვინამდე", გამომცემლობა არტანუჯი, 2005წ. გვ. 35-39</ref>
 
=== XX საუკუნე ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბათუმი“-დან