ბათუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 83:
[[ფაილი:Batumi Port (old).jpg|thumb|300px|ბათუმის ყურე, XIX ს.]]
[[ფაილი:Batumi 1911.jpg|thumb|300px|ბათუმი 1911 წელს.]]
1828 წელს, რუსეთსა და ოსმალეთს შორის [[ადრიანოპოლის საზავოსამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების]] შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია [[ჭოროხი|ჭოროხამდე]] (ძველად [[აკამფსისი|აკამფსისის]]), რომელიც შეერთვის [[შავი ზღვა|შავ ზღვას]] ბათუმის იქით, დასავლეთით. ამ დათმობის მიხედვით, ბათუმი უკვე 1828 წელს უნდა შეერთებოდა რუსეთს, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე [[ჩოლოქი|ჩოლოქთან]], რომელიც შეედინება ზღვას ბათუმის აქეთ, ჩრდილო-დასავლეთით. ამ ხაზის მიხედვით, ბათუმი დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შემჩნეულ იქნა ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა, და ამ შეცდომის შედეგად ბათუმი ოსმალეთს შერჩა.<ref>ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბილისი, 1989, გვ. 8</ref>
 
1878 - [[1886]] წლებში ბათუმის ნავსადგური გამოცხადდა [[პორტო-ფრანკო]]დ (უცხოური საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურად), რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის ([[1883]]) და ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირების ([[1897]] - [[1907]]) შემდეგ ბათუმი შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. აქედან გაჰქონდათ კასპიის ზღვის ნავთობპროდუქტები სხვა ქვეყნებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბათუმი“-დან