შინდლერის სია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
 
ფილმში, შინდლერს განასახიერებს მსახიობი [[ლიამ ნისონი]], [[შუცშტაფელი]]ს („სს“) ოფიცერს, [[ამონ გეთი|ამონ გეთს]] — [[რეიფ ფაინზი]], ხოლო [[იცჰაკ შტერნი]]ს როლს ასრულებს [[ბენ კინგსლი]].
 
იდეა ფილმის გადაღების შესახებ გაჩნდა ჯერ კიდევ 1963 წელს. ერთ-ერთმა გადარჩენილმა ებრაელმა, [[პოლდეკ პრეფერბერგი|პოლდეკ პრეფერბერგმა]] მიზნად დაისახა საზოგადოებისთვის ემცნო შინდლერის შესახებ. სწორედ ის გახდა შემდგომში ავსტრალიელი მწერლის, [[თომას კენილი]]ს შთაგონების წყარო დაეწერა [[ბუკერის პრემია|ბუკერის პრემიის]] გამარჯვებული წიგნი სახელად „[[შინდლერის კიდობანი]]“, რომელიც შემდგომ ფილმს დაედო საფუძვლად.
 
როდესაც სპილბერგს ხელმძღვანელმა [[სიდნი შეინბერგი|სიდნი შეინბერგმა]] წიგნის სახელად „შინდლერის კიდობნის“ მიმოხილვა გაუგზავნა, რეჟისორი ამ ამბავმა დააინტერესა. ამიტომაც [[Universal Studios]]-მა იყიდა წიგნთან დაკავშირებული საავტორი უფლება. თუმცა სპილბერგი არ იყო დარწმუნებული რომ თავად შეძლებდა ამ ნაწარმოების ეკრანიზაციას. პირველ ეტაპზე მან რამდენიმე რეჟისორთან სცადა მოლაპარაკება მათ აეღოთ ნაწარმოების ეკრანიზაცია, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა თავად განეხორციელებინა ეს ამოცანა.
 
ძირითადი გადასაღები ადგილი იყო პოლონეთში, [[კრაკოვი|კრაკოვში]], 72 დღეზე მეტი ხნით. სპილბერგმა გადაწყვიტა ფილმი გადაეღო შავ-თეთრ ფერებში, რითიც მან იმ ეპოქის დროინდელ სურათს მიუახლოვა და დოკუმენტური კადრების მსგავსი ეფექტი შექმნა.
 
ფილმს მიღებული აქვს შვიდი [[ოსკარი]] (მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის) [[1993]] წელს. ფილმის სლოგანია: „ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“.