მიხეილ ვორონცოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
შესაძლოა ყველაზე გახმაურებული ისტორია მის შესახებ იყოს მისი მეუღლის (გრაფინია ბრანიცკა) ურთიერთობა [[ალექსანდრე პუშკინი|ალექსანდრე პუშკინთან]] ვორონცოვის ოდესაში ყოფნის პერიოდში, რამაც რუსულ ლიტერატურას ყველა დროის საუკეთესო პოემები შესძინა.
 
[[1844]] წლის 27 დეკემბრიდან [[1854]] წლამდეწლის 29 ნოემბრამდე იყო კავკასიის მეფისნაცვალი და [[კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი]]. მისი დამსახურებისთვის [[შამილი]]ს წინააღმდეგ ბრძოლასა და [[ჩეჩნეთი]]ს გაუვალ ტყეებში გადახდენილ სიძნელეებში თავდადებისთვის მას [[პრინცი]]ს წოდება მიენიჭა. [[1848]] წელს მას უკვე [[დაღესტანი|დაღესტნის]] ორი-მესამედი ჰქონდა დაპრყობილი, ხოლო რუსების პოზიციები კავკასიაში კი საგრძნობლად გაუმჯობესდა. [[1853]] წლის დასაწყისში ვორონცოვს გადადგომის უფლება მიეცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. [[1856]] წელს ის ფელდმარშალი გახდა, და იმავე წელს გარდაიცვალა ოდესაში.
[[ფაილი:Monument to Count M. Vorontsov. 1880.jpg|მინი|250პქ|left|მიხეილ ვორონცოვის ძეგლი თბილისში]]
კავკასიაში მთავარმართებლობის დროს ვორონცოვი ემსახურებოდა მისი კოლონიზაციისა და იმპერიასთან სრული შერწყმის საქმეს, მაგრამ ამას აკეთებდა მოქნილად. მეთოდურად, უპირატესად კულტურული ღონისძიებებით: მის დროს აღდგა ქართული თეატრი, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, ადგილობრივი თავად-აზნაურთა შვილებს გზავნიდა რუსეთის სასწავლებლებში და სხვა. ვორონცოვი მეფის უერთგულესი მსახური იყო, სხვა მოხელთაგან გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, განათლებითა და გარკვეული ლიბერალიზმით. არსებობს ე. წ. „თავად ვორონცოვის არქივი“, რომელიც შეიცავს XVIII-XIX საუკუნეების რუსეთის თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეების საგვარეულო საბუთებს. არქივში შემონახულია XIX საუკუნის საქართველოს მდგომარეობის ამსახველი ცნობები. მასალა დაცულია მოსკოვის, [[სანქტ-პეტერბურგი]]ს, ვლადიმირის, ყირიმის, ოდესის არქივებსა და ბიბლიოთეკებში.