მერკანტილიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
212.72.147.170-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვე...
ხაზი 1:
[[სურათი:Lorrain.seaport.jpg|right|thumb|1638 წლის ფრანგული ნახატი]]
'''მერკანტილიზმი''' ({{lang-fr|Mercantilisme}}) — XVI-XVIII საუკუნეების [[ევროპა|ევროპის]] სავაჭრო ბურჟუაზიის ეკონომიკური მოძღვრება და პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კეთილდღეობა თითქოს დამოკიდებულია არა წარმოების განვითარებაზე, არამედ სხვა ქვეყნებში საქონლის გატანაზე და ამ გზით ფულის დაგროვებაზე.
 
იგი ინგლისში წარმოიშვა, რადგან ეს ქვეყანა კაპიტალიზმის გზას ყველაზე ადრე დაადგა. განასხვავებენ ადრინდელ და გვიანდელ მერკანტილიზმს. ადრინდელი მერკანტილიზმი (უ.სტაფორდი, გ.სკარუფი) XV-XVI სს.-ში არსებობდა. მისი მქადაგებლებისთვის სიმდიდრის მთავარი წყარო ფასეულობათა ფლობით (ოქრო, ვერცხლი) განისაზღვრებოდა. მათი აზრით, აუცილებელი იყო ძვირფასი ლითონების უცხოეთში გატანის აკრძალვა. უცხოელ ვაჭრებს მონაგები ფულით უნდა ეყიდათ მხოლოდ ადგილობვრივი პროდუქცია. გვიანდელი მერკანტილიზმი (თომას მანი, ა.მონკრეტიენი) XVI-XVII სს.-ში არსებობდა და მისმა წარმომადგენლებმა პირველად გამოიყენეს აქტიური და პასიური სავაჭრო ბალანსის ცნებები. მათ აქტიური სავაჭრო ბალანსის მისაღებად საჭიროდ მიაჩნდათ ვაჭრობის სახელმწიფო მონოპოლია. ამ ფონზე გამოსარჩევია პირველი პროფესიონალი ეკონომისტი, ფიზიკის დოქტორი და ანატომიის პროფესორი უ.პეტი და გამოჩენილი ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ.ლოკი. მათ მიაჩნდათ, რომ სახელმწიფო მით უფრო მდიდარია, რაც უფრო მეტია სხვაობა გატანილ და შემოტანილ საქონლის ღირებულებას შორის და იბრძოდნენ ექსპორტის სტიმულირებისა და იმპორტის შეზღუდვისათვის პროტექციონისტული ზომების გამოყენების გზით. მერკანტილიზმის აღნიშნულ მიმართულებებს შორის განსხვავება ისაა, რომ პირველი სიმდიდრეს ოქრო-ვერცხლთან აიგივებდა და ფულის ფუნქციები მხოლოდ დაგროვების დონემდე დაჰყავდა, ხოლო მეორე კი სიმდიდრედ მიიჩნევდა ზედმეტ პროდუქციას, რომელიც უცხოეთის ბაზარზე ფულად უნდა გარდაქმნილიყო. იგი ფულში ხედავდა არა მარტო დაგროვების, არამედ მიმოქცევის საშუალებასაც.
==ლიტერატურა==
*''ნელი ჭელიძე'', ''ნინო პეტრიაშვილი''; ისტორიის სახელმძღვანელოებში დამოწმებული უცხო სიტყვების განმარტებათა კრებული – თბ. 2003
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერკანტილიზმი“-დან