საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 90:
1991 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ([[КГБ]]) ტრანსფორმაცია განიცადა და ეწოდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრად პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დანიშნა КГБ-ს ყოფილი საგარეო დაზვერვის თანამშრომელი ანზორ მაისურაძე. ამ ჩეკისტის შესახებ ცნობილია, რომ 60-ან წლებში მან 8 წელი იმსახურა КГБ-ს რეზიდენტურაში იორდანიაში. 1991 წლის 2 დეკემბერს მაისურაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. იგი შეცვალა ასევე ყოფილმა КГБ-ს თანამშრომელმა, თამაზ ნინუამ.
 
* [[ანზორ მაისურაძე]] (გენერალ-მაიორი 07.05.1992.) -, 1991 წლის 30 სექტემბერი - 1991 წლის 2 დეკემბერი (გენერალ-მაიორი 07.05.1992.);
* [[თამაზ ნინუა]] (გენერალ-მაიორი 30.11.1996) -, 1991 წლის 2 დეკემბერი - 1992 წლის 2 მაისი (გენერალ-მაიორი 30.11.1996).
 
1991 წლის 22 დეკემბრის თბილისის სამოქალაქო ომის დროს თამაზ ნინუა გადავიდა ბოევიკების, [[თენგიზ კიტოვანი]]ს და [[ჯაბა იოსელიანი]]ს მხარეს. მათი ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლის დროს ნინუამ მიიღო შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 2003 წელს ის გავიდა პენსიაზე და დაკავდა მცირე ბიზნესით ტყავის წარმოების დარგში.