ბჰაგავადგიტა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინდუიზმის თემები}}
[[სურათი:Krishna arjuna.jpg|thumb|left|280px|ბჰაგავადგიტას ილუსტრაცია: [[კრიშნა]] და [[არჯუნა]]]]
'''ბჰაგავადგიტა''' ([[სანსკრიტი|სანსკრ]]. भगवद्गीता bhagavadgītā ”ღვთის ნამღერი”, ასევე ცნობილია როგორც '''გიტა''') - [[ინდუიზმი]]ს მთავარი ლიტერატურული ძეგლი, ძველინდური ეპოსის [[მაჰაბჰარატა]]ს მეექვსე თავი.

[[კურუკშეტრა]]ს დიდი ბრძოლის დაწყებამდე [[პანდავა|პანდავა]]თა დინასტიის პრინცი [[არჯუნა]] სთხოვს თავის მეგობარს და დამრიგებელს [[კრიშნა]]ს, გაარკვიოს ამ ძმათშორის ომის გარდაუვლობასა და საბოლოო შედეგებში. მას არ სურს ბრძოლა თავის ნათესავ [[კურუ]]ს დინასტიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, ეჭვობს ამ ბრძოლის სამართლიანობაში და შიშობს მორალის და რწმენის დაკარგვას.

უშუალოდ ბრძოლის ველზე სისხლისმღვრელი შეტაკების დაწყებამდე [[კრიშნა]] დიალოგის ფორმაში უხსნის არჯუნას ბოროტების განადგურების და სამართლის მხარეზე მყოფ მებრძოლთა მოვალეობის მოხდის ღვთაებრივ მისიას, უყვება მსოფლიოს შექმნის და განვითარების ისტორიას, აჩვენებს თავის კოსმოსურ ფორმას, ასწავლის სულის უკვდავების ფენომენს და მიზეზ-შედეგობრივ კანონს ([[კარმა]]), რითაც საბოლოოდ არჯუნას არწმუნებს და საბრძოლველად ითანხმებს.

=='''ბჰაგავადგიტა'''==

'''საუბარი პირველი'''

[[დჰრიტარაშტრა]]მ თქვა:

1:1. [[დჰარმა]]ს ველზე, [[კურუ]]ს ველზე შეყრილნი ერთურთის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინით ანთებულნი, რას იქმან, ჩემო [[სანჯაია]], შვილნი ჩემნი და [[პანდუ]]ს ძენი?

სანჯაიამ თქვა:

1:2. [[პანდავები|პანდავ]]თა განლაგებულ ჯარს თვალი რომ შეავლო, [[რაჯა]] [[დურიოდჰანა]] თავის მოძღვარს [[დრონა]]ს მიუახლოვდა და უთხრა:

1:3. შეხედე, მოძღვარო, პანდავთა ეს რამოდენა ჯარი შეუკრებია შენს ბრძენ მოწაფეს, [[დრაუპადა]]ს შვილს.

1:4. [[იუდჰანა]]ს, [[ვირატა]]ს და დიდი საბრძოლო ეტლის მმართავ [[დრუპადა]]ს, ამ ვაჟკაცებს, მარჯვე მშვილდოსნებს, [[ბჰიმა]]ს და [[არჯუნა]]ს რომ უტოლდებიან ბრძოლაში,

1:5. [[დჰრიშტაკეტუ]]ს, [[ჩეკიტანა]]ს, მამაც რაჯა [[კეში პურუჯიტი|კეში პურუჯიტ]]ს, [[კუნტიბჰოჯა]]ს და [[შაივია]]ს, კაცთა შორის ხარებს,

1:6. ტანძალად [[იუდჰამანიუ]]ს, [[სუბჰადრა]]ს უშიშარ ძეს [[უტამოჯა]]ს, დიად საბრძოლო ეტლებზე ამხედრებულ დრაუპადას შვილებს.

1:7. იცოდე ასევე ჩემი ჯარის მთავარსადლები, [[ორჯერშობილი|ორჯერშობილ]]თა შორის უდიადესო, შეიტყვე მათი სახელებიც:

1:8. თავად შენ, უფალო, და [[ბჰიშმა]], ყოვლადგამარჯვებული [[კარნა]] და [[კრიპა]], ასევე [[აშვათამანი]], [[ვიკარნა]] და [[საუმადატა]]ს ძე,

1:9. და მრავალი სხვა გმირი, ჩემთვის თავის გამწირავი, მრავალგვარად შეიარაღებული. ყველა მათგანი გამოცდილი მებრძოლია.

1:10. საეჭვოდ მეჩვენება ჩვენი ჯარის ძლიერება, მიუხედავად ბჰიშმას მთავარსარდლობისა. და უდავოდ შესამჩნევია მისი ძლიერება, მიუხედავად ბჰიმას მთავარსარდლობისა.

1:11. ლაშქრის რიგებში მყოფმა ყოველმა მდომმა, და თქვენც, მთავარსარდლებო, დაე ყოველმა დაიცვას ბჰიშმა!

1:12. მის [დურიოდჰანას] გასამხნევებლად, კურუთა შორის უმთავრესო, დიადმა ბჰიშმამ ნიჟარაში ჩაბერა, რომლის ხმა ლომის ყივილს ჰგავდა.

1:13. მის პასუხად იმწამსვე გაისმა ხმა ნიჟარათა და ლიტავრათა, დოლთა და რქათა. მათი გრუხუნი შიშისმომგვრელი იყო.

1:14. მაშინ [[მადჰავა]]მ და [[პანდავა]]მ, რომლებიც თეთრ რაშშებმულ დიად საომარ ეტლზე იდგნენ, თავიანთ ღვთაებრივ ნიჟარებში ჩაბერეს.

1:15. [[ჰრიშიკეშა]]მ ჩაბერა ნიჟარა [[პანჩაჯანია]]ში, [[ჯანანჯაია]]მ – [[დევადატა]]ში, ხოლო საგმირო საქმეებში შიშისმგვრელმა [[ვრიკოდარა]]მ - თავის რქაში.

1:16. [[კუნტი]]ს შვილი მეფე [[იუდჰიშტირა]] ნიჟარა [[ანანტავიჯაია]]ში უბერავდა, [[ნაკულა]] – [[სუჰოშა]]ში, ხოლო [[საჰადევა]] – [[მანუპუშპაკა]]ში.

1:17. დიადი მშვილდოსანი [[კეშია]]ც, საბრძოლო ეტლზე მეომარი მძლევარე [[შიქანდა]]ც, ასევე დაუმარცხებელი [[დჰრიშტადიუმნა]], [[ვირატა]], [[სატიაკი]],

1:18. [[დრუპადა]]ც ძეთურთ და მძიმედ აღჭურვილი სუბჰადრაც – ყველანი ყოველი კუთხიდან უბერავენ თავიანთ ნიჟარებში, ჩემო დედამიწის მეუფევ!

1:19. ეს შიშისმომგვრელი ყივილი დჰრიტარაშტრას შვილთა გულებს თრგუნავს, ცას და დედამიწავს გრუხუნით ავსებს.

1:20. მაშინ, საომრად მომზადებულ დჰრიტარაშტრას ძეთა შემყურე პანდავამ, რომლის მუზარადზე [[ჰანუმანი]]ა გამოსახული, მშვილდი აწია.

1:21. და ჰრიშიკეშას, დედამიწის მეუფეს, ამ სიტყვებით მიმართა:

1:22. შეუდრეკელო, ორ ჯარს შორის დგას ჩემი საბრძოლო ეტლი, და მე ვხედავ საომრად მომზადებულ აქ შეკრებილ მოლაშქრეებს, რომლებთანაც მძიმე ბრძოლაში შეტაკება მომიწევს.

1:23. ვხედავ დჰრიტარაშტრას პირმშოს ავ ნებას აყოლილთ.

სანჯაიამ თქვა:

1:24. შეისმინა რა არჯუნას ეს სიტყვები, ჩემო [[ბჰარატა]]ვ, ჰრიშიკეშამ მათი უმშვენიერესი საბრძოლო ეტლი ორ ლაშქარს შორის ჩააყენა,

1:25. და დაანახა რა მას ბჰიშმა და მსოფლიოს ყველა მბრძანებელი, თქვა: შეხედე აქ შეკრებილ კურუთ!

1:26. და [[პართა]]მ იხილა ერთმანეთს დაპირისპირებული მამა-პაპანი, მოძღვარნი, ბიძანი, ბიძაშვილნი, შვილნი, შვილიშვილნი და მეგობარნი.

1:27. სიმამრნი და ძველი მეგობარნი, რომელნიც ორ მტრულ ბანაკად დაიყვნენ. ლაშქართა მწყობრში ჩამდგარ ყველა ამ ნათესავთა შემყურე [[კაუნტეია]] სიბრალულით აღივსო და დიდი გულისტკივილით შეიცხადა:

1:28. ჩემო [[კრიშნა]], სალაშქრო მწყობრში მდგარ და ბრძოლის ჟინით ანთებულ ჩემიანებს რომ ვუყურებ,

1:29. მუხლნი მეკვეთება და ყელი მიშრება, ტანი მიკანკალებს და თმა ყალყზე მიდგება,

1:30. [[განდივა]] ხელთ მივარდება, მთელი კანი მეწვის, ზე ვეღარ ვდგავარ და თავბრუ მესხმის.

1:31. და ვხედავ ავ ნიშნობებს, ჩემო [[კეშავა]]. და ვერავითარ სიკეთეს ვჭრეტ ამ ძმათშორის ომში.

1:32. არ მსურს გამარჯვება, ჩემო კრიშნა, არც სამეფო, არც მისით ტკბობა. არაფრად ღირს სამეფო! ჩემო [[გოვინდა]]! რად ველტვით ტკბობას ან თავად სულდგმულებას?

1:33. ვისი დატკბობაც გვსურს ამ სამეფოთი, კეთილი ბედისყოფით, აგერ აქ დგანან საბრძოლო მზადყოფნაში, დათმეს რა ყოფა და სიმდიდრენი,

1:34. აგერ მოძღვარნი, მამა-პაპანი, ძენი და ბიძანი, სიმამრნი, შვილიშვილნი, მძახალნი და სხვა ნათესავნი.

1:35. არ მსურს მათი სული, თუნდაც თავად მე ვიყო მოკლული მათ მიერ, ჩემო [[მადჰუსუდანა]]! არ მსურს ეს, თუნდაც ამას ჩემთვის სამივე სამყაროზე ძალაუფლeბა მოეცა! და მხოლოდ მიწიური ძალაუფლებისთვის რად ვქნა ეგ?

1:36. რა სიამოვნებას ვიხილავთ დჰრიტარაშტრას შვილთა დახოცვით, ჩემო [[ჯანარდანა]]? დიდ ცოდვას ჩავიდენთ, ამ აჯანყებულებს სიცოცხლეს თუ გამოვასალმებთ.

1:37. არ უნდა დავხოცოთ დჰრიტარაშტრას შვილნი, ნათესავნი ჩვენნი! ჩვენიანები თუ მოვკალით, ბედნიერნი როგორ ვიქნებით, ჩემო მადჰავა?

1:38. თუკი მათი ვნებით გატაცებული გონება ოჯახის ფუძის მოსპობაში ბოროტებას ვერ ხედავს, და თუკი მეგობრის მტრად აღიარებაში იგი ვერავითარ დანაშაულს პოულობს,

1:39. მაშ ჩვენ მაინც ამ საყოველთაო ნგრევაში რახან მხოლოდ სიავეს ვთესთ, - არ შევიცნოთ იგი და თავი შორს არ დავიჭიროთ ცოდვისგან, ჩემო ჯანარდანა?

1:40. საგვარეულოს განადგურებით საუკუნო გვაროვნული წეს-ჩვეულება ირღვევა; წეს-წყობილების მოსპობით მთელ საგვარეულოს უკანონობა მოიცავს;

1:41. უკანონობის დამკვიდრებით, ჩემო კრიშნა, საგვარეულოს დედაკაცნი ირყვნებიან; დედაკაცთა გარყვნილeბისგან, ჩემო [[ვარშნეია]], ირევა [[ვარნა (ინდუიზმი|)ვარნ]]ები.

1:42. ეს არევა საგვარეულოს მკვლელებს ჯოჯოხეთს უმზადებს, ვინაიდან აღარავინ წირავს წინაპრებს ბრინჯსა და წყალს, და ისინი წუხდებიან ამის გამო.

1:43. ვარნების ამრევ ამ მკვლელთა ცოდვით ნადგურდება უძველესი საგვარეულო და [[კასტა|კასტ]]ური წეს-წყობილება.

1:44. ხოლო საგვარეულოს წესთა განმანადგურებელნი სამუდამოდ ჯოჯოხეთში რჩებიან, ჩემო ჯანარდანა! ასე გაგვიგია ჩვენ ყველას.

1:45. ვაჰ მე! სამეფოს მრძანებლობის ჟინით შეპყრობილნი მზად ვართ ცოდვა ჩავიდინოთ და ჩვენნი აჯანყებულნი ნათესავნი დავხოცოთ!

1:46. უფრო ის მემსუბუქება, რომ ბრძოლაში შეუიარაღებელი თავად დავიღუპო დჰრიტარაშტრას იარაღით აღჭურვილ შვილთა ხელით.

სანჯაიამ თქვა:

1:47. წარმოთქვა რა ბრძოლის ველზე ეს სიტყვები, გულისტკივილით აღსავსე არჯუნა საბრძოლო ეტლში დაეშვა. მან ხელი უშვა მშვილდს და ისრებს.

დალოცვილი ბჰაგავადგიტას, მეცნიერების ჭეშმარიტების შესახებ, [[იოგა]]ს წმინდა წერილის მართლმადიდებელ [[უპანიშადა|უპანიშად]]ებში ასე და ამგვარად სრულდება პირველი თავი სახელწოდებით:

არჯუნას სასოწარკვეთილება

{{რელიგია}}
624

რედაქტირება