ნიადაგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: ემოძი
ხაზი 39:
დედამიწის ზედაპირზე ნიადაგების გავრცელება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზონალობის კანონზომიერიბას ემორჩილება ([[ნიადაგის ზონალობა]]). საქართველოს დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ნიადაგის ვერტიკალური ზონალობა განსხვავებულადაა წარმოდგენილი. დასავლეთ საქართველოში პირველ ზონას ქმნის სუბტროპიკული ეწერი ნიადაგები, ფართოდაა გავრცელებული [[ჭაობი]]სა და ალუვიური ნიადაგები. სიმაღლით მას ცვლის ჯერ წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები, ხოლო მთა-ტყეთა ნიადაგების ზონაში — ტყის ყომრალი ნიადაგები ინტრაზონალური კორდიან-კარბონატული ნიადაგებით, სუბალპურ და ალპურ სარტყელში — მთა-მდელოთა კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგები. აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში ნიადაგურ ოლქში შემდეგი ნიადაგური ტიპებია (ქვევიდან ზევით): რუხი, მურა, წაბლა, შავმიწა, რუხი-ყავისფერი, მდელოს ყავისფერი, ტყის ყავისფერი, ტყის ყომრალი და მთა-მდელოს კორდიანი. აქვე ველის ზონაში არის დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგები. სამხრეთ საქართველოში ზონალობა იწყება რუხ-ყავისფერი ნიადაგებით, რომლებიც სიმაღლის მიხედვით იცვლება ტყის ყავისფერი, ტყის ყომრალი, მთის შავმიწა და მთა-მდელოთა ნიადაგებით. ნიადაგური საფრის რთული და მრავალფეროვანი სურათი განაპირობებს დარგობრივი [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] განვითარებასა და კულტურათა ფართო ასორტიმენტს. დიდი ყურადღება ეთმობა ნიადაგების დაცვისა და გაუმჯობესების ღონისძიებების გეგმაზომიერ გატარებას, რაც ასახულია მიწის კანონმდებლობის საფუძვლებში და სადირექტივო ორგანოების სხვა დოკუმენტებში.
 
ეს არ არის სიმართლე
== ლიტერატურა ==
*{{ქსე|7|401-402|საბაშვილი მ.}}
* ''საბაშვილი მ.,'' ნიადაგთმცოდნეობა, თბ., 1970;
* ''Ковда В. А.,'' Основы учения о почвах, кн. 1-2, М., 1973.
 
[[კატეგორია:ეკოლოგია]]
[[კატეგორია:გეოლოგია]]
[[კატეგორია:სოფლის მეურნეობა]]
და არის ძალიან სანდო
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიადაგი“-დან