დათუნა არაგვის ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''დათუნა არაგვის ერისთავი''' - [[არაგვის საერისთავო|არაგვის ერისთავი]] [[1629]]-[[1635]] წლებში, [[ზურაბ არაგვის ერისთავი|ზურაბის]] ძმა, თავის ახალ მეფეს, [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომს]] არ დაემორჩილა. როსტომ მეფემ მის წინააღმდეგ ჯარით გაილაშქრა და მუხრანში მისულმა თავისი ამაყი ვასალისაგან ან უპირობპ მორჩილება, ან სპარსეთში გადახვეწა მოითხოვა. დათუნა ურჩობდა. როსტომმა მოსალაპარაკებლად თავადი გაბაშვილი და თავადი თურქესტანიშვილი გააგზავნა და კერძო მოლაპარაკების დროს დათუნას მოკვლა დაავალა. მათ მოკლეს დათუნა და მისი მეამბოხე თავი როსტომს მიუტანეს; შემდეგ როსტომმა ეს თავი შაჰს გაუგზავნა. [[1635]] წელს როსტომი წესრიგის დასამყარებლად [[დუშეთი|დუშეთში]] ჯარით შევიდა.
 
==ლიტერატურა==