დიდოელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 4 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q2476783
No edit summary
ხაზი 2:
 
დიდოელები ძვ. წ. აღ. II ს.-იდან ახ. წ. აღ. XVIII ს. მეორე ნახევრამდე [[საქართველო]]ს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ხოლო XVIII ს.-იდან მათი ტერიტორია — ისტორიული დიდოეთი [[ხუნძახის სახანო]]მ დაიპყრო. ამ დროიდანვე დიდოელთა შორის ვრცელდება [[ისლამი]]ც. ხუნძახის სახანოს მიერ დიდოელთა მიწების დაპყრობამ შეაფერხა დიდოელი ხალხის ჩამოყალიბება და დღესაც, დიდოურ ტომებს ერთიანი თვითაღქმა მეტად შესუსტებული აქვთ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდოურ ტომთა გაერთიანების პროცესი დღესაც გრძელდება, რასაც ხელს უწყობს ახლად წარმოქმნილი ეროვნული მოძრაობა. ჰინუხელები, კაპუჭელები და ჰუნზიბელები, რომელთაც თავიანთი საშინაო-სამეტყველო ენები აქვთ, ფლობენ ასევე ცეზურ ენასაც. ცეზები ანუ საკუთრივ დიდოელები კი დიდოურ ტომთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან.
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] დიდოელებს ასე აგვიღწერს:
{{ციტატა|ენა აქუთ თჳსი საკუთარი, სარწმუნოებით არიან კერპნი და უმეტეს ეშმაკისა მორჩილნი. რამეთუ იტყვიან: ოდეს დიდმან ალექსანდრემ შემუსრა სარკინეთი, განხვრიტეს მთა იგი ამათ, მოვიდნენ და დაეშენნენ აქა; და მიერითგან არიან მასვე რჯულსა და წესსა ზედა, ვითარცა ჩანს ქცევა-ზნითა მათითა, რამეთუ არა უწყიან სრულიად ღმერთი, არცა ნათესავი და ნათესაობა; ყოველსა სულიერსა სჭამენ. მოგვრის მამა თჳსი მცირესა ძესა თჳსსა ცოლსა და ვიდრე აღიზარდების ძე მისი იგი მცირე, თჳთ მამა თანა-ეყოფის აღრევითა დედაკაცსა მას, ხოლო ოდეს აღიზარდების ძე მისი, მაშინ მისცემს მას ძესა დედაკაცსა მას ცოლად და განუყოფს შვილთაცა, რომელნი უვის მის დედაკაცისა თანა შობილი მამასა: ნახევარს მისცემს ძესა და არს ძე ძისა მისისა, და ნახევარს დაიპყრობს თჳთ და ძმა არს ძისა მისისა, მის ქალისა ქმრისა. და სხვანიცა მრავალნი უკეთურებანი არიან. უვისთ მოხუცებულნი. იგინი ბჭობენ, განარჩევენ და განაგებენ და დააწყნარებენ შფოთსა და დააწყნარებენ. ბრძოლასა შეუმართებელნი და ერგებ-უძლურნი არიან, ავათ მოსილნი, ავმოიარაღენი, ყოველნი სულიად შავით მოსილნი, ეშმაკის კერძობისათჳს, შალითა და ნაბადითა. არამედ სიმაგრის გამო არიან მშვიდობით და მტერტაგან უვნოდ. ჴელოვნება უწყიან ოსთავე მსგავსად, და ამათი ჩოხა-ნაბადი სხვაგვარი: ჩოხა უხაო და ნაბადი ბოჭკომაღალი, ვითარცა ქუნთისა, განა შავი და არა სხვა ფერი. ხოლო ლეკის მჴარე დაიპყრნეს — რომელიმე ლეკთა და მოჰამადიან ჰყვეს, და სხვანი ჰგიეს და არიან ეგრეთვე. და კახეთის მჴრისანი ჰყმობენ კახთა მეპატრონეთა და აძლევენ ხარკთა და არა ლაშკართა, რათა ვიდოდნენ სავაჭროდ კახეთს. ვინათგან ზიდვენ კახეთიდამ საზრდელსა, საშიშლოსა და სახმარსა თჳსთა<ref>ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 169-170</ref>.}}
 
 
== თანამედროვე დიდოელები და საქართველო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდოელები“-დან