ყულევი: განსხვავება გადახედვებს შორის

==ისტორია==
{{მთავარი|რედუტ-კალე}}
დასახლება, სახელწოდებით რედიტ-კალე ხობისწყლის შესართავში დაარსდა1804 წელს, როდესაც ამ ადგილებში რუსეთის ჯარის ნაწილები განლაგდა და რედუტი მოეწყო. რედუტ-კალე დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის მთავარ სასურსათო ბაზად იქცა. იგი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ნავსადგური იყო, საიდანაც ამიერკავკასიაში შემოდიოდა ევროპული საქონელი. განსაკუთრებით გაიზარდა რედუტ-კალის მნიშვნელობა 1821 წლიდან, როდესაც ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა. ამ დროს მისი მოსახლეობა 400 ადამიანი იყო, ხოლო გარნიზონში 600-700 ჯარისკაცი იდგა. 1822 წელს რედუტ-კალეში ინგლისური საქონლის სავაჭრო დუქანი გახსნა [[იაკობ მარი|იაკობ მარმა]]. ვაჭრების უმეტესობა იყო [[სომხები|სომეხი]] და [[ბერძნები|ბერძენი]]. 1846 წელს დასახლებამ სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიიღო. [[ყირიმის ომი]]ს (1853-1856) დროს, 1854 წელს, რედუტ-კალე ჯერ ოსმალეთის ესკადრამ დაბომბა, შემდეგ რუსეთის ჯარებმა ააფეთქეს. პარიზის საზავო ხელშეკრულების (1856) თანახმად, 21 მარტს ოსმალებმა დათმეს რედუტ-კალე, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას გადაწვეს. ამის შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა.
 
==იხილეთ აგრეთვე==