ანაპა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 61:
|add1=
}}
'''ანაპა''' ({{lang-ru|Анапа}}) — ქალაქი [[რუსეთი|რუსეთში]], [[კრასნოდარის მხარე]]ში, კლიმატური და ტალახის კურორტი. გაშენებულია [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე, რკინიგზის სადგური. ტონელნაიადან 33 კმ. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 66 776 ადამიანი. ქალაქის ტერიტორიაზე ჩამოედინება ტოტი ანაპკა. ანაპის ტერიტორიაზე ძველად სინდების დასახლება იყო. [[ბოსფორის სახელმწიფო]]სთან შეერთების შემდეგ ანაპას გორგიპია ეწოდებოდა. 1475 წელს დაიპყრეს [[თურქები|თურქებმა]], 1829 წელს შეუერთდა [[რუსეთი|რუსეთს]] ადრიანოპოლის ხელშეკრულების საფუძველზე. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ანაპა გერმანელ დამპყრობთაგან საბჭოთა არმიის სხვა ნაწილებთან ერთად გაათავისუფლა 414-ე წითელდროშოვანმა ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელსაც შემდგომ ანაპის დივიზია ეწოდა.
 
==ისტორია==
ანაპის ტერიტორიაზე ძველად სინდების დასახლება იყო. [[ბოსფორის სახელმწიფო]]სთან შეერთების შემდეგ ანაპას გორგიპია ეწოდებოდა. 1475 წელს დაიპყრეს [[ოსმალები|ოსმალებმა]], მათ აქ 1784 წელს მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე ააგეს. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რუსები ხშირად იღებდნენ ანაპის ციხეს, მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალებს უბრუნებდნენ. საბოლოოდ ანაპა 1829 წელს შეუერთდა [[რუსეთი|რუსეთს]] ადრიანოპოლის ხელშეკრულების საფუძველზე. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ანაპა გერმანელ დამპყრობთაგან საბჭოთა არმიის სხვა ნაწილებთან ერთად გაათავისუფლა 414-ე წითელდროშოვანმა ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელსაც შემდგომ ანაპის დივიზია ეწოდა.
 
==კურორტი==
დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი თბილი ჰავა, რბილი [[ზამთარი]] და მზიანი [[ზაფხული]]. მზით მკურნალობა, ზღვაში ბანაობა ივნისიდან ოქტომბრამდე, მინერალური შლამის ტალახი, მინერალური წყაროები. წმინდა ქვიშის, განიერი და გრძელი პლაჟი. ჩვენებები: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, გინეკოლოგიური დაავადებანი, სისხლნაკლებობა და სხვა. არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები. სეზონი მთელი წელი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანაპა“-დან