ევპატორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 64:
'''ევპატორია''' ({{lang-uk|Євпаторія}}) — საპორტო ქალაქი [[უკრაინა]]ში, კლიმატურ-ბალნეოლოგიური და ტალახსამკურნალო კურორტი [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე. რკინიგზის სადგური. [[სიმფეროპოლი]]დან 64 კმ. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 107 040 ადამიანი.
 
==ისტორია==
ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში [[ბერძნები|ბერძნებმა]] აქ ქალაქი კერკინიტიდა გააშენეს. ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნეში დაიპყრეს [[სკვითები|სკვითებმა]]. IV საუკუნეში ქალაქმა შეწყვიტა არსებობა. XVI-XVII საუკუნეებში მის ტერიტორიაზე მდებარეობდა [[თურქები]]ს ციხე-ქალაქი გეზლოვიგეზლევე (კოზლოვი, რომელსაცკეზლევე), რომლის სახელწოდება თესალიელებიდან მოდიოდა. ქალაქს ყირიმის[[ყირიმი]]ს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1784 წელს ევპატორია ეწოდა. 1918-1920 წლებში სამოქალაქო ომის დროს რამდენიმეჯერ აიღეს თეთრგვარდიელებმა. 1920 წლის 13 ნოემბერს გაათავისუფლა წითელმა არმიამ. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს, 1941 წლის 31 ოქტომბრიდან 1944 წლის 13 აპრილამდე ოკუპირებული იყო გერმანელ ფაშისტთა ჯარების მიერ.
 
==კურორტი==
აქვს 20-100 მ სიგანის ქვიშიანი პლაჟი. იცის თბილი [[ზაფხული]] და რბილი [[ზამთარი]]. ნალექები 380 მმ წელიწადში. სამკურნალო საშუალება: ჰაერის, მზის, ქვიშისა და ზღვის აბაზანები, შლამის ტალახი და რაპა (მოინაკის ტბიდან), აგრეთვე ცხელი (39 °C) ქლორიდულ-ნატრიუმიანი წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება: ბავშვის ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი, პოლიომიელიტისა და ცერებრული დამბლების შემდეგ ნარჩენი მოვლენები, ქრონიკული რევმატიზმი, რაქიტი, მოზრდილებში — ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებანი, საყრდენ-სამოძრაო აპარატის და ზედა სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი და სხვა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევპატორია“-დან